“ბარსელონას” ყოფილ ჰოლანდიელ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მისი თანამემამულე, “ლიონის” თავდამსხმელი, მემფის დეპაი, კატალონიურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში წარმატებას მიაღწევს.
“ყოველთვის არსებობს კითხვის ნიშანი. დეპაი საინტერესო მოთამაშეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თამაშში თავისუფლება აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ახალ კულტურასთან ადაპტაციასა და ახალ გუნდზე, პირველი წელი კი ყოველთვის ყველაზე რთულია. შეხედეთ დე ლიხტს ან ფრენკი დე იონგს.
დეპაის ტალანტი აქვს, მაგრამ ის მესი ან კრიშტიანუ რონალდუ არაა.” – ციტირებს ვან გაალს TuttoMercatoWeb.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2015 წელს, მემფის დეპაი სწორედ ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს გაიფორმა. მაშინ “წითელმა ეშმაკებმა” ჰოლანდიელის სანაცვლოდ პსვ-ს, 34 მილიონი ევრო გადაუხადეს, ტრანსფერი კი საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა.
ეს იასნია არაა მარა შენ ვინ გკითხავს ამას
ვინ ადარებს მერე რო