ბოლო პერიოდია, ინტერნეტსივრცეში კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავის, ლიონელ მესის ინტერვიუები ტრიალებს. არგენტინელს დიდი კრიტიკისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუხდა, რასაც, იმედია, ფსიქოლოგიური კუთხით, მალე გადალახავს.
ახლა კი “ოქროს ბურთის” 6-გზის მფლობელი Budweiser-ის რეკლამაში მონაწილეობს, რომელშიც ლეოსადმი კარიერის განმავლობაში დასმული კითხვებია თავმოყრილი.
“ხალხი ამბობდა, რომ 13 წლის ასაკში ესპანეთში გადაბარგება მას გატეხდა.
ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან პატარა იყო.
ახლა ამბობენ, რომ გაიზარდა.
ამბობენ, რომ მას ბარსელონა აღარ უყვარს.
ამბობენ, რომ მისი გული აქ აღარ არის.
ამბობენ, რომ მისი დრო წავიდა.
ამბობენ, რომ მან დიდება დაკარგა.
და… რას ამბობს თავად მესი?
იყავი მეფე, დიდებისათვის ფარ-ხმალი არასდროს დაყარო”. – ვკითხულობთ რეკლამაში დატანილ წარწერებში.
ამდენი კითხვები საიდან? საიდან და ბართომ იმუშავა თავისი ტროლ-ბოტებით და შეკვეთილი სტატიებით, ვისაც მესი არ ევასება იმან ეგრევე ირწმუნა, რადგან ასე უნდა, რომ იყოს.