workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იკერ კასილიასის მილოცვა ლეო მესის

იკერ კასილიასის მილოცვა ლეო მესის

ლეგენდარული ესპანელმა მეკარე, იკერ კასილისი, ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც Budweiser-ისგან ლიონელ მესის რეკორდის აღსანიშნავად სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. 

ლეოს წინააღმდეგ დაცვის ხაზის ბოლო კაცად დგომა ადვილი არ არის, მაგრამ ის მუდმივად ამტკიცებდა, რომ ამ გამოწვევისთვის მზად იყო. ლეგენდარული 10-იანისა და 1-იანის ბრძოლა ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღებას მსოფლიოს ყველა კუთხიდან იპყრობდა. ორივე მათგანი თავიანთი ხელოვნების ოსტატია. 

– წერს Budweiser, რომელმაც კასილიასთან ახლახანს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

კასილიასმა სოციალურ ქსელში მესის მიმართა და მიღწევა კიდევ ერთხელ მიულოცა. 

გილოცავ 644 გოლის გატანას! 264-ე და 265-ე გოლები ძალიან კარგად მახსოვს. კარგი თამაში იყო, ფრე, ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მეტჯერ ჩემთვის აღარ გაგიტანია! 💪🏻😉
ჩემი უდიდესი პატივისცემა დიად ფეხბურთელს. 

– დაწერა იკერმა Instagram-ზე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 06 თებ 2021, 19:06

    ციტატა: Griezzy7
    ეს და მარსელო მევასება და ვაფასებ მაგრად ამ ორ ფეხბურთელს იმ სამსაჯეთიდან 💜💜💜


    ვიინ? მარსელო გევასება? ის არის ჩვეულებრივი სისინა გველი. ეტყობა არ გახსოვს რა გაუკეთა ფაბრეგასს, ვითომ შემთხვევით იდაყვით, რომ გაუხეთქა მესის ტუჩი, გოლის მერე რონალდოს, როგორ წაუსისინა და მაისური ანახეო მესის სტილში მაყურებელი, რომ გაეღიზიანებინა და კიდევ რამდენი რამ. ეს როგორ უნდა გევასებოდეს ბინძური, გველაძუა ფეხბურთელი.

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2021, 18:15

    გამოვიდა ეს პახმელიიდან?

  • BEQA BARCA
    schedule 06 თებ 2021, 16:21

    მაგარი მეკარე იყოოო❤💜 ვაფასებ💜❤

  • Guardiola21
    schedule 06 თებ 2021, 16:10

    ამ კაცს ვაფასებ რეალიდან მარტო და ეს რატო მოხვდა რეალში არვიცი… მაგ საპ*ოჭეთში არ იყო მაგის ადგილი … ❤