workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეტი ვიდრე გეგმა

მეტი ვიდრე გეგმა

2021 წელს 10 წელი გადის იმ დროიდან როცა ბარსელონა ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო და საუკეთესოდ თამაშობდა. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 9 წელში  იგივე კლუბი ისეთ საზიზღარ ფეხბურთს ითამაშებდა როგორიც კიკე სეტიენის და ერნესტო ვალვერდეს ხელში თამაშობდა და  3 სამარცხვინო მატჩს ყოველი სეზონის ბოლოს ჩაატარებდა. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს როცა კლუბს ისეთი პრეზიდენტი ჰყავს როგორიც ჟოზეპ მარია ბართომეუა და მაინც დღეს ისე როგორც არასდროს ისმის კითხვა:

    ვინ უნდა დაიკავოს პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტები და რატომ, რა უპირატესობა ექნებათ მათ ამ პასუხისმგებლობის აღებისას?

 

 2021 წლის არჩევნები ბარსას ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე იქნება რადგან ამ დღიდან უნდა დაიწყოს კლუბის ძირეული ცვლებები. პრეზიდენტობის მთავარი ფავორიტი ვიქტორ ფონტია მისი ხედვა ბარსას დაუბრუნოს ძველი სათამაშო სტილი და მწვრთნელად დანიშნოს კლუბის ლეგენდა – ხავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლუბის განვითარებისთვის. ყველა ვიცით რა მოჰყვა იმ გაბერილი თანხების ტრანსფერებს რომლებმაც  არა თუ არგო კლუბს არამედ დიდ ფინანსურ კრიზისამდეც მიიყვანა. ეს პირველი თვალში საცემი შეცდომაა ბართომეუს მმართველობის თუმცა ამის გარდა ჩემი აზრით კლუბი ამ მდგომარეობამდე ისეთი მწვრთნელების დანიშვნამ მიიყვანა რომელთა სათამაშო სტილს არანაირი კავშირი არ ქონდა ბარსას თამაშის სტილთან. ვალვერდემ გუნდი გადაიყვანა შედეგზე ორიენტირებულ თამაშზე და სწორედ შედეგის შენარჩუნებისთვს თამაშმა მიგვიყვანა 2 კატასტროფამდე. კიკე სეტიენის უაზრო გაუთავებელ პასებს არანაირი მცირე მსგავსებაც არა აქვს ტიკი-ტაკასთან.პირადად მე მივიჩნევ რომ კარგი იქნება კუმანისთვის მეტი დროის მიცემა, მანამ სანამ ხავი მეტ გამოცდილებას დააგროვებს. ვფიქრობ რომ კუმანის თამაშის სტილი როგორსაც იგი ჰოლანდიის ნაკრებს ათამაშებდა ანუ შეტევაში სისწრაფეზე ორიენტირებული თამაში, დღევანდელ ბარსას ყველაზე მატად აკლია. ამის გარდა კუმანს შეუძლია გუნდი ერთ მექანიზმად აქციოს რომელიც დამოკიდებული აღარ იქნება მარტო ლეო მესიზე. ამვდროულად გვიჩნდება კითხვა თუ როგორ მოხდება ამ გუნდის აწყობა პირველ რიგში საჭიროა კლუბი ზოგმა მოთამაშემ დატოვოს

 ვინ უნდა დატოვოს კლუბი და რატომ?

 კლუბი პირველ რიგში უნდა დატოვოს რაფინიამ, ბრეიტვეიტმა, ფირპომ და უმტიტიმ პირველ სამ შემთხვევაში ფეხბურთელებს ვფიქრობ არა აქვთ ის მონაცემები რომ ბარსელონას მოთამაშეები ერქვათ უხეშად რომ ვთქვათ არ არიან ბარსას დონე და ახალი გუნდის შენებაში ვერ მიიღებენ მნიშვნელოვან როლს რაც შეეხება უმტიტის მისი გაუთავებელი ტრავმები და 2 ჩავარდნილი სეზონი იძულებულს გვხდის რომ სარფიანად გავყიდოთ. ასევე კლუბი უნდა დატოვონ ლუის სუარესმა და არტურო ვიდალმა სუარესისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად 33 წლის და სიჩქარე დაკარგული ფეხბურთელის ახალი გუნდში მოაზრება რთულია + მის ტრანსფერშიც მიღებული თანხა გუნდს კრიზისიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს რაც შეეხება ვიდალს მისი შრომისმოყვარეობა დასაფასებელია თუმცა ასაკი და ხისტი თამაშის სტილი ბარსას რაც დრო გავა უფრო აღარ დაჭირდება.

 ვინ უნდა შეიძინოს “ბარსელონამ”?

 ბარსას გაძლიერება ყველაზე მეტად დაცვაში ჭირდება აუცილებელია ლაიფციგის ცენტრალური მცველის უპამენკანოს ყიდვა პირველ რიგში ახალგაზრდაა და მომავლზე იქნება გათვლილი. პიკეს შეცვლა ჩემი აზრით იდეალურად მოახერხებს რა თქმა უნდა ეტაპობრივად. რაც შეეხება მემფის დეპაი ვფიქრობ რომ კუმანი დეპაის საუკეთესო ვერსიას შემოგვთავაზევბს ისეთი რომლის სიწრაფეც გარმარბებთან ერთად თავგზას აუბნევს მცველებს. ვაინალდუმიც კარგი შენაძენი იქნება იმის გათვალისწინებით რომ რაკიტიჩი და ვიდალი დაგვტოვებს ის მათ ფუნქციებს შეითავსებს.  მეტი ტრანსფერის გაკეთება თავიდანვე არ ივარგებს იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დარჩეთ ლა მასიელებს.

 ვინ უნდა დაწინაურდეს “ბარსა ბ-დან?

 უნდა დაწინაუდნენ: ანსუ ფატი, რომელსაც მეტი და მეტი დრო უნდა მიეცეს, რიკი პუჩი რომელიც უნდა შეეჩვიოს დიდი ფეხბურთის თამაშს თუმვა მას ისევე როგორც ფატის სითამამე არ აკლია. არაუხოს დაწინაურებაც აუცილებელია რადგან პიკემ და ლენგლემ თავი კომფორტულად არ იგრძნონ პიკე კი წესით 1-2 წელიწადში წავა. უპამენკანოსთან ერთად არაუხოც მომვლისთვისაა.

 როგორი უნდა იყოს გუნდის სასტარტო შემადგენლობა?

—————————–დეპაი—————————–

——კოუტინიო———-გრიზმანი—————მესი——–

—————-დე იონგი————–პიანიჩი—————–

—–ალბა——–უპამენკანო———ლენგლე——სემედო—-

——————————ტერ შტეგენი———————

კუმანისთვის პრიორიტეტული იქნება კოუინიოს და გრიზმანს თავიანთი ძველი სახე დაუბრუნოს.ამისთვის საჭიროა სწორი პოზიცია და სწორი მიდგომა. კოუტინიო იქნება იქ  საიდანაც განვითარდება მარცხენა ფლანგის იერიშები აქედან მას შეუძლია შექმნა რაც შეიძლება მეტი საგოლე შანსი საგოლე პასების გარდა გოლებიც გაიტანოს ამავდროულად გრიზმანი ცენტრში ანუ ფორვარდის უკან ის პოზიციაა რომლზეც 2018 წლის მსოფლიოზე თამაშობდა მას შეუძლია შეუქმნას მეტი სივრცე დეპაის მიიღოს მონაწილეობა საგოლე კომბინაციებში და გაიტანოს ბევრად მეტი გოლი ვიდრე წინა სეზონში. გრიზმანის და დეპაის წყვილი კონტრშეტევების დროსაც საკმაოდ სახიფათო იქნება. დეიონგი დაუბრუნდება თავის პოზიციას ბუსკეტსი კი იდეალური ვარიანტი იქნება სკამზე პიანიჩის შედარებით უკან დაწევა იმისთვისაა რომ ბარსამ დაცვიდან შეტევაში ბურთი მიიტანოს მესის გარეშე. მოცემული სათამაშო სქემის უპირატესობა ისაა რომ გუნდი გაექცევა 1 კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებულებას. დე იონგმა და პიანიჩმა გრიზმანთან ერთად უნდა შეძლონ რომ ლეომ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიღოს რის შემდეგაც მისი პროდუქტიულობაც გაიზრდება. კუმანი ამ კონკრეტულ სქემაზე ან შემადგენლობაზეც არ იქნება მუდმივად, როტაციით ან ცვლილებებზე აუცილებლად ითამაშებენ ფატი და დემბელე რომლებიც კიდევ მეტ სიჩქარეს შემოიტანენ თამაშში, ასევე ვაინალდუმიც, რომელიც ცენტრის მეტად გამაგრებისთვის დაგვჭირდება. პუჩი, რომელიც ასევე უფრო მობილურს გახდის ნახევარდაცვას. რაც მთავარია არ იარსებებნ ხელშეუხებელი ფეხბურთელები და თვით მესიმაც უნდა მიცეს დრო ტრინკაოს.ასვე გვყავს პედრიც. თამაშიდან გამომდინარე არაა გამორიცხული სქმის შეცვლა და 4-3-3 ზე გადასვლაც ამ დროს გავა გრიზმანი ან კოუტინიო და ნაცვლად ფატი ან დემბელე შემოვა. დაცვაში უპამენკანომ უნდა შეძლოს რომ დაცვის ხაზი დაალაგოს და დანარჩენ მცველებსაც თავდაჯერებულობა შემატოს. კუმანი სავარაუდოდ იმუშევებს ალბაზე და სემედუზე რათა მათი დაცვითი თამაში გაუმჯობესდეს სემედუ სწრაფია თუმცა მაინც ვერ ასწრებს ხშირად ჩამოსვლას და ადვილადაც ატყუებენ, საჭიროა ამ კუთხით მუშაობა და თუ თავქუდმოგლეჯილიც არ გაიქცევიან წინ არც ეგ უნდა იყოს საჭირო.უპამენკანო მათ დამზღვევადაც კარგად იმუშვებს რაც შეეხება ლენგლეს მანაც პოზიციურად თამაში უნდა გააუმჯობესოს. ტერ შტეგენი კი კვლავ საიმედოდ იდგება ამ მხრივ პრობლემები არ არის. და ბოლოს

 როგორ უნდა დაიბრუნოს კლუბმა ძველი სათამაშო ფილოსოფია და დიდება.

მაშ ასე კუმანი და შემდეგ ხავი ჩემი აზრით მოახერხებენ ეტაპობრივად ბარსას სათამაშო სტილის გაცოცხლებას და დაბრუნებას. ახალი ნიჭიერი ფეხბურთელებიც თუ განაგრძობენ პროგრესს ისინი ამ სათამაშო ფილოსოფიით გაიზრდებიან და ითამაშებენ ბარსასთვის სწორედ ისე როგორც “ოქროს თაობა”. ამიტომაც  არის მიზანშეწონილი მესის ბუსკეტსის და პიკეს გუნდში 1-2 წლით დარჩენა რათა ახალგაზრდებს მიაჩვიონ და ასწავლონ თამაშის სტილი და გამოცდილება გაუზიარონ. პირადად ჩემი გადმოსხედიდან ამ გეგმის შესრულება მარტივი არ იქნება თუმცა არც შეუძლებელი. მთავარია კლუბს ყავდეს ის ხელმძღვანელობა ის მწვრთნელები და ის გულშემატკივრები რომელთაც ბარსა ნამდვილად უყვარს! ჩვენ ამას შევძლებთ! კლუბის დიდება კი არც არასდროს გამქრალა რომ დაბრუნება სჭირდებოდეს და არც არასდროს გაქრება! ეს ხომ მეტია ვიდრე კლუბი!!! Força Barça!

   

    

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward