workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კვლავ მწვერვალზე

ბარსელონა კვლავ მწვერვალზე

პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეიცვალოს ბარსელონას ხელმძღვანელობა და პრეზიდენტი უნდა გახდეს აუცილებლად ლაპორტა, ვინაიდან მას გააჩნია უდიდესი გამოცდილება და ასევე სწორედ მისი თაოსნობით შეძლო ბარსამ იმ წარმატებების მიღწევა, რაც 2009/2014 წლებში ჰქონდა. სპორტულ დირექტორად დავნიშნავდი კარლეს პუიოლს, რომლის გულიც ყველამ ვიცით, რომ ბარსელონასათვის ძგერს, ასევე ის მუშაობდა ბარსელონას ყოფილი სპორტული დირექტორის სუბისარეტას მოადგილედ ასე, რომ მას ამ საქმეშიც გააჩნია გამოცდილება. კლუბის მწვრთნელად კუმანის დანიშვნა, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა რადგან მის საფეხბურთო ფილოსოფიას აქვს მსგავსება ბარსას ფილოსოფიასთან. ვიცით ისიც, რომ კუმანს შეუძლია რთულ სიტუაციაში მყოფი გუნდის ჭაობიდან ამოყვანა და მისი ტოპ კლასის გუნდად გარდაქმნა. ამის თქმის საშუალებას კი გვაძლევს ის ფაქტი, რომ კუმანმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნიდერლანდების ნაკრები ჩაიბარა და ის უძლიერეს გუნდად შეკრა.

   რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს კლუბი ძალიან გადაბერებული და წარუმატებელი ფეხბურთელებით არის სავსე ასე, რომ, ვფიქრობ ძირეული ცვლილებებია აუცილებელი. მაშ ასე კლუბმა აუცილებლად უნდა გაუშვას არტურო ვიდალი, რომელიც ძალიან დიდ ასაკშია და ამავდროულად საერთოდაც არ არის გამოსადეგი ბარსასთვის, ამ სეზონის განმავლობაში ვიდალი მეტად ანელებდა კლუბის თამაშს ვიდრე აუმჯობესებდა. მეორე უნდა წავიდეს დემბელე, რომელიც რაც ბარსაში გადმოვიდა მუდამ ტრავიანობს და მისი ერთი ნორმალური თამაშიც კი ვერ ვნახეთ. ასევე უნდა წავიდეს ბრეითვეიდი, რომლის მოყვანაც შეცდომა იყო. ინდა გაუშვან რაფინიაც, რომელმაც ვერშეძლო თავისი შესაძლებლობების დამტკიცება. ასევე კლუბმა უნდა გაუშვას ლენგლე, რომელმაც არ დატოვა ძლიერი მცველის შთაბეჭდილება განსაკუთრებით ბაიერნთან მატჩის დროს. 

  

  ბარსელონას გაძლიერებისათვის აუცილებელია ხმაურიანი ტრანსფერების განხორცილელება. პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს დაცვა, რომელიც ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მთელი წლის განმავლობაში. ასე რომ, ვფიქრობ დაცვის გაძლიერება შესაძლებელია უპამეკანოს დამატებით, რომელმაც ლაიფციგის შემადგენლობაში დაამტკიცა, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერი და ძლიერი მცველია. ნახევარდაცვაში, ჩემი აზრით ძალიან მაგარი იყო პიანიჩის ტრანსფერი, თუმაცა ასევე საჭიროა ერთი ნახევარმცველის დამატებაც და ეს ნახევარმცველი, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ტიაგო ალკანტარე, რომლის ნიჭიერებაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. და, რა თქმა უნდა, თავდასხმა. ჩემი აზრით, ბარსელონამ უდა იყიდოს აუცილებლად სადიო მანე, რომელიც ლივერპულში ვარსკლავებს წყვეტდა და მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელია. და ბოლოს ბარსამ უნდა გადმიბიროს მემფის დეპაი, რომელიც, ვფიქრობ ლუის სუარესის ღირსეული შემცვლელი იქნება. რაც შეეხება კოუტინიოს ის ბარსაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და მიეცეს თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება.

   

   ჩემი აზრით, ლამასია აღარ არის ის რაც წლების წინ იყო, თუმცა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მაინც შემორჩა, მათგან კი ერთ-ერთი ანსუ ფატი არის ნამდვილი ამომავალი ვარსკლავი, რომელსაც ძალუც მომავალში ბარსას ლიდერობაც იტვირთოს. ასევე ჩვენ გავიცანით პუჩიც, რომელი ნამდვილად დიდი ტალანტის ფლობელია. ასე, რომ ბარსა ბ – დან ეს ორი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დაწინაურდეს.

  სასტარტო შემადგონლობა. წყობა: 4-3-3

                                            ტერ სტეგენი

                            რობერტო     პიკე      უპამეცანო     ალბა

                                 

                                   პიანიჩი    ბუსკეტსი    ტიაგო 

                                        მესი    დეპაი   მანე

         

            ძველ სათამაშო სისტემაზე გადასვლა მოითხოვს იმას, რომ აქცენტი გაკეთდეს უპირობოდ ბურთის კონტროლზე და სწრაფ პრესინგზე. ბურთის კონტორლისათვის აუცილებელია ფეხბურთელები, რომელიც ამ მისიას თავს გაართმევენ განსაკუთრებით ნახევარ დაცვაში, ამიტომ არის ზუსტან მნიშვნელოვანი ტიაგოს დამატება, რომელსაც ბურთის დაჭერა მშვენივრად გამოსდის. სწრაფი პრესინგი და ბურთის სწრაფად ამოტანა, ამ კომფონენტს კი ჭირდება ენერგიული და სწრაფი ფეხბურთელები. ამისათვის კი ნამდვილად შესაფერისი ფეხბურთელეა მენე და პიანიჩი, ამას დამატებული კოუტინიო გრიზმანი ფლანგიდან ალბა. რავი ამ შემადგენლობით და სათადარიგოთა სკამით, ვფირქობ, ყველაფერი გამოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward