სანაკრებო ბენეფისის შემდეგ, “ბარსელონა” ანსუ ფატის უფრო მეტად აფასებს და ახალ კონტრაქტს უმზადებს.
Ser-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდი 17 წლის თავდამსხმელთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
სადებიუტო სეზონში დამაჯერებელი თამაშის გამო, ფატის, რომელიც 2019 წლის შემოდგომამდე აკადემიაში ირიცხებოდა და “ბარსა ბ”-ს წევრიც კი არ იყო, მომდევნო სეზონიდან ძირითად გუნდში ვიხილავთ. დიდი ალბათობით, რონალდ კუმანი მას მნიშვნელოვან სათამაშო პრაქტიკას მისცემს.




აი ფორვარდი , რად გვინდა ან დეპაი ან ლაუტარო მიეცეს მეტი დრო ფატის და თუ რამე ცრუ ცხრიანზე გრიზმანიც ითამაშებს და მესიც(მაინც დარჩა ვერ წავიდა არ ჩაუვიდა და ისეთი განცხადება გააკეთა თითქოს მე ვთქვი ბარსას ფეხბურთელი არ ვარ და ტესტირებაზე და ვარჯიშზე არ გამოვცხადდებითქო და ფაქსი მე გაუგზავნე კლუბს) …
აუ რა ბიჭია ანსუუუ!!!
გუშინ უკრაინასთან იმენა დაგლიჯა საღოლ,სასწაული პერფორმანსი შემოგვთავაზა მაგარი ბიჭი იზრდება
ბევრი დრო უნდაა