ოფიციალურად: “ბარსელონა” “ჟირონასთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს

ოფიციალურად: “ბარსელონა” “ჟირონასთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რონალდ კუმანის გუნდი 16 სექტემბერს “ჟირონასთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს.

კუმანისთვის ეს იქნება მეორე ამხანაგური მატჩი, რომელსაც იგი ბარსას” თავკაცის რანგში ჩაატარებს. პირველი მას 13 სექტემბერს, ტარაგონას “ჟიმნასტიკის” წინააღმდეგ, ელის.

“ჟირონას” პრიმერა დივიზიონში 2017/18 და 2018/19 წლები აქვს გატარებული. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა, რა თქმა უნდა, “ბარსას” აქვს, 3 გამარჯვება და 1 ფრე. ბურთების შეფარდება – 13:3.

შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით, 21:00 საათზე აიღებს და მას “ესტადი იოჰან კრუიფი” უმასპინძლებს.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა