ბარსელონა 2020/2021

ბარსელონა 2020/2021

სატრანსფერო ფანჯარა ნელნელა დასასრულს უახლოვდება და შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ იმ უამრავი ფეხბურთელებიდან რომლებიც ბარსას დაუკავშირეს მათი უმეტესობა უბრალოდ ჭორი გამოდგა… 😐 

მაგალითად როგორებიც არიან (ტალიაფიკო. ტელესი. ანხელინიო. ალაბა. დესტი. ვან დე ბეეკი.)

ბარსელონა დატოვა ივან რაკიტიჩმა. ასევე იწერება რომ გუნდს დატოვებენ უმტიტი. ვიდალი. სუარეზი.

დღევანდელი სიახლეების დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ბარსელონას სულ 3 ფეხბურთელი შეუერთდება (ერიკ გარსია. ვეინალდუმი. მემფის დეპაი)

                                                   ერიკ გარსია

ფაქტობრივად გადაწყვეტილია რომ გარსია ბარსელონას ფეხბურთელია. დიდი ხანია იწერება რომ გარსია კონტრაქტს არ ახანგრძლივებს რაც გვარდიოლამაც დაადასტურა. მითუმეტეს რაც სიტიმ აკე იყიდა და კულიბალიც ფაქტიურად გაფორმებული ყავთ დიდია იმის ვარაუდი რომ გარსია ბარსელონას რიგებს შეუერთდება. 

                                                  ვეინალდუმი

ჰოლანდიური პრესა იმის მტკიცებაშია რომ ბარსელონას და ვეინალდუმს შეთანხმება უკვე აქვთ მაგრამ თავად ფეხბურთელი რათქმაუნდა ამას უარყოფს, მაგრამ ლივერპულს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ალკანტარას შეძენა, რაც ვეინალდუმის სათამაშო დროს ძალიან შეამცირებს, მაგრამ ლივერპულის ბოლო რამდენიმე თამაშს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ვეინალდუმი ისედაც არ იყო სასტარტო შემადგენლობაში. ასე რომ დიდია იმის ალბათობა რომ ვეინალდუმი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება

                                                  მემფის დეპაი

დეპაის ხშირად უკავშირებდნენ ბარსელონას რაზეც მან კომენტარიც გააკეთა სადაც თქვა რომ ლიონში ბედნიერია მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და მომავალში არ გამორიცხავს სხვა გუნდში გადასვლას. მითუმეტეს კუმანი მას ენდობა და ბარსელონაში დროს აუცილებლად მიიღებს. ასე რომ სავსბეით რეალურია დეპაის ბარსელონას რიგებში ხილვაც. 

უნდა აღინიშნოს რომ ვეინალდუმს და მემფის დეპაის კონტაქტები შემდეგ წელს ეწურებათ ამიტომ ბარსელონას მათი ყიდვა დაბალ ფასში შეეძლება თუ არადა შემდეგ წელს მათ უფასოდ წასვლა შეეძლებათ რაც ლიონს და ლივერპულს არანაირად არ აწყობთ ასე რომ ბარსელონას ამ ორი ფეხბურთელის ყიდვა 50 მილიონადაც შეუძლია რაც დიდი თანხა არ არის ამ ორ ფეხბურთელში.

გარსია კი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და როგორც პრესაში იწერება გვარდიოლა მას 15-20 მილიონად შეელევა

თუ ყველაფერი ესე წავიდა ბარსელონა შემდეგ სეზონში ძალიან საინტერესო შემადგენლობით იასპარეზებს. 

ძირითადი შემადგენლობა:

 ტერ შტეგენი

                                         სემედო—პიკე—გარსია—ალბა

                                                     დე იონგი

                                            პიანიჩი            ვეინალდუმი

                                             მესი    გრიზმანი  დემბელე

სათადარიგო სკამი:

მეკარეები:

1.ნეტო

2.ინიაკი პენია

მცველები:

3.სერხი რობერტო

4.ლენგლე

5.არაუხო

6.ტოდიბო

7.ფირპო

ნახევარ მცველები:

8.ბუსკეცი

9.კოუტინიო

10.მატეუს ფერნანდეში

11.რიკი პუჩი

12.მონჩუ

13.ორიოლ ბუსკეცი

14.პედრი

თავდამსხმელები:

15.დეპაი

16.ფატი

17.ტრინკაო

18.ბრეიტვეიტი

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია