დორტმუნდის “ბორუსიას” პრეზიდეტმა, ჰანს–იოჰიმ ვაცკემ, ისაბურა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, სადაც “ბარსელონამ” 3:1 დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი”. გაზეთ “Bild”–თან ინტერვიუში ვაცკემ განაცხადა, რომ განცვიფრებულია კატალონიელთა ასპარეზობით.
“მე ახლაც ემოციების ქვეშ ვარ. დღესდღეობით კატალონიის “ბარსელონა” დაუმარცხებელი გუნდია. რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ვთვლი, რომ ისინი არც პირველ 10 წუთში გამოიყურებოდნენ აგრესიულად, როგორც სხვები ამბობენ. ისინი უბრალოდ ძალიან სწრაფად, თითქოს ჰიპნოზის ქვეშ, დარბოდნენ. კითხვაზე, როგორი მატჩი იქნებოდა დორტმუნდის “ბორუსიასა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის, ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგანაც არავინ იცის რა მოხდება. ჩვენ ჯერ ამის პატივი არ გვქონია, რომ შევხვედროდით “ბარსელონას”, თუმცა შესაძლოა მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გზად გადავეყაროთ”. დაასრულა ჰანს–იოჰიმ ვაცკემ.