კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ფინალში გამარჯვება 29 მაისს, “ნოუ კამპზე” აღნიშნეს. ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა სავსე ტრიბუნების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ. ისინი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდიან.
კარლეს პუიოლი: “დიდი მადლობა თქვენ, აქ ყოფნისთვის. ჩვენ ვთქვით, რომ მას უკან დავიბრუნებდით. ამ ტიტულებს ასე აღვნიშნავთ იმიტომ, რომ მათი მოპოვება ძალიან რთულია. Visca el Barça i Visca la Pobla”
პეპ გვარდიოლა: “მოგესალმებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა: მათ, ვისაც გაუმართლა და ბილეთების აღება მოახერხა და მოვიდნენ ლონდონში და მათ ვინც დღეს აქ ხართ შეკრებილნი … და ყველა გულშემატკივარს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა. ჩვენ ყველას ახლობლად მიგიჩნევთ. მთელი ჩვენი ძალებით მომავალ წელსაც იგივეს გავაკეთებთ.”
ლეო მესი: “მე ვთქვი, რომ ვილაპარაკებდი და მე აქ ვარ. თუმცა, სათქმელი არაფერი მაქვს! მოდი, ვიზეიმოთ და ვიქონიოთ იმედი, რომ ამის გამეორებას კიდევ ბევრჯერ შევძლებთ. Visca el Barça i Visca Catalunya”
ჩავი ერნანდესი: “მე სიტყვები აღარ მყოფნის. დიდი მადლობა თქვენ. ეს გუნდი დიდებულია. მე ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ მე ვარ კატალონიელი და მე ვარ “ბარსას” გულშემატკივარი – და ახლა ვამაყობ ისე, როგორც არასდროს!”
ერიკ აბიდალი: საღამო მშვიდობისა ყველას, მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა გუნდს, განსაკუთრებით ჩვენს კაპიტნებს, რომლებმაც გუშინ მშვენიერი ჟესტი გააკეთეს – მათ მე კაპიტნის სამკლაური დამითმეს. ეს ჩემს სპორტულ ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო. ამ თასის აღმართვა კი საოცარია! Visca el Barça i Visca Catalunya!
ანდრეს ინიესტა: “საღამო მშვიდობისა. მე მინდა მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის. თქვენ გარეშე, ამ ტიტულების მოპოვება შესაძლებელი არ გახლავთ. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გუნდის გვერდით დგახართ. ჩემი გული მეუბნება, რომ საუკეთესო რამ ამ სამყაროში არის იყო “ბარსას” გულშემატკივარი და მე ვამაყობ, რომ ერთ–ერთი მათგანი ვარ! Visca el Barça i Visca Catalunya!
ვიქტორ ვალდესი: “აქ ერთი პატარა დეტალი გამორჩათ! (ამ დროს იგი მიდის და “ლა ლიგას” თასს გარშემო კატალონიის დროშას ავლებს). ახლა, ყველაფერი კარადაა. ჩვენ თქვენთან ვალში ვიყავით და ახლა ის თქვენ გეკუთვნით. ისიამოვნეთ! ! Visca el Barça და განსაკუთრებით, Visca Catalunya!
ხერარდ პიკე: “მე დღეს ძალიან მოკლე სიტყვით შემოვიფარგლები. ჩემმა მეგობარმა უბრალოდ ერთი რამ თქვა: “ჩვენ არ ვიღებთ წამლებს, ჩვენ არ ვიტყუებით მოედანზე, ჩვენ არ ვყიდულობთ არბიტრებს. ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ ფეხბურთს. Visca el Barça i Visca Catalunya! დღეს საღამოს ყველას შაკირას კონცერტზე გნახავთ”.
პედრო როდრიგესი: “ჩვენ ნამდვილად აღელვებულები ვიყავით ამ მოგების ჩვენი გულშემატკივრებისთვის გაზიარების თაობაზე. ჩემი თანაგუნდელების გარეშე, მე გოლებს ვერ გავიტანდი. ყველაზე მთავარი რამ თასის მოპოვება და მისი გულშემატკივრისადმი მიძღვნა გახლავთ. ჩვენ დღითი დღე ვვითარდებით და გვქონდა დიდი გამოწვევა “მადრიდთან” მატჩების სახით. დასანანია, რომ “სამეფო თასის” ფინალში დავმარცხდით. მე მინდა ეს ყოველივე ჩემს ოჯახსა და ყველა გულშემატკივარს მივუძღვნა.”
ვიდეომასალა
[media=http://www.youtube.com/watch?v=fmcxSfGW7gs]



