workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი “ბარსელონას” უფასოდ ტოვებს

არტურო ვიდალი “ბარსელონას” უფასოდ ტოვებს

“ბარსელონას” ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, კატალონიური კლუბს უფასოდ ტოვებს და მომდევნო სეზონს მილანის “ინტერში” გაატარებს, წერს Gazzetta dello Sport.

ჩილელი იტალიურ კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ვინაიდან, “ინტერი” მას უსასყიდლოდ იმატებს, “ბარსაში” არსებული ანაზღაურება, 6 მილიონი ევრო, შეუნარჩუნდება.

“ბარსას” ვიდალის უფასოდ დათმობა არ სურდა, თუმცა რადგან იგი ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის, გეგმებში არ შედის, აქვს მაღალი ანაზღაურება და ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი, მას მაღალ სატრანსფერო ფასს ვერ დაადებდა. თუმცა “ბარსა” ვიდალის ტრანსფერიდან გარკვეულ შემოსავალს, მოგვიანებით, ბონუსების სახით, მაინც მიიღებს. 

აგრეთვე, “ბარსას” “ინტერთან” უთანხმოების წარმოშობა არ სურს, რათა უახლოეს პერიოდში, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით, დაბრკოლება არ შეიქმნას.

დიდი ალბათობით, არტურო ვიდალი იქნება მეორე ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩის შემდეგ, რომელიც გუნდს უსასყიდლოდ დატოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • shu1987
    schedule 01 სექ 2020, 15:41
    #13

    წავიდეს ამის მომყვანიც უკან გააყოლონ რაუნდოდა ამ სტილის ნაჯახს ბარსაში..

  • nika 54
    schedule 01 სექ 2020, 13:48
    #12

    "დიდი ალბათობით, არტურო ვიდალი იქნება მეორე ფეხბურთელი, ივან რაკიტიჩის შემდეგ, რომელიც გუნდს უსასყიდლოდ დატოვებს".

    და უფრო დიდი ალბათობით, არც უკანასკნელი.

    ციტატა: Serenity.
    რაკიტიჩში და ვიდალში 20-20 მილიონი მაინც უნდა აეღოთ. ეგენი სუარესსაც უფასოდ გაუშვებენ და მერე იტყვიან რო პანდემიისას ბევრი იზარალეს, ტრანსფერებიდან ვერ ამოიღეს და ისევ ბრეითუეიტისნაირ ტრანსფერებს უნდა ველოდოთ მგონი.


    არა, სუარესს უფასოდ კი არ გაუშვებენ იქით უხდიან 14 მილიონს, რო წავიდეს.
    "მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით" 🐮

    ციტატა: Msn91011
    მეცინება უბრალოდ ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა რეალს რომ შევადარო რაკიტიჩი სუარესი ვიდალი და უმტიტი ამ კამანდაში რეალი 80-100 მილიონამდე აიღებდა და ამ უნიათო ხელმძღვანელობამ ყველა უფასოდ დაარიგა. უკვე გული მერევა ბარსაზე იმიტორო ვერაფერი ვეღარ უდგება წინ ბართომეუს გუნდის შლას


    ხო და მერე გვიკვირს, რატომ მიდის მესი?

  • M10 S9 D11
    schedule 01 სექ 2020, 12:53
    #11

    არა ნუ ასეთი იდიოტი პრეზიდენტი ვის ყავს რაკიტიჩიც და ვიდალიც უფასოდ გაუშვა 10 მილიონი მაინც აეღო თითოში სიმბოლურად ფუიი

  • Nika92
    schedule 01 სექ 2020, 12:50
    #10

    ციტატა: Serenity.
    რაკიტიჩში და ვიდალში 20-20 მილიონი მაინც უნდა აეღოთ. ეგენი სუარესსაც უფასოდ გაუშვებენ და მერე იტყვიან რო პანდემიისას ბევრი იზარალეს, ტრანსფერებიდან ვერ ამოიღეს და ისევ ბრეითუეიტისნაირ ტრანსფერებს უნდა ველოდოთ მგონი.


    ვიდალში თავის დროზე როცა გუნდს მილიარდიანი ბრუნვა ქონდა 18 მილიონი გადაიხადეს და ეხლა ვის უნდა ვიდალი 20 ად როცა გუნდები ვალებში იხრჩობიან და გადარჩენაზე არიან მარტო მიკვირს ხოლმე ისეთ ფასებს იძახით რა

  • Anssumane
    schedule 01 სექ 2020, 12:38
    #9

    ციტატა: ალეx
    პავლოვიჩი56,
    აგუერო ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა მითუმეტეს თუ მესი დარჩა და ლაუტაროც მოიყვანეს…


    ლაუტაროც თუ მოყავთ აგუერო სადღა მოგყავს თუ გამოცდილს ყიდულობს მაინდამაინც და თან ეს არგენტინელი უნდა იყოს ყველაზე კაი ვარიანტი ანხელ დიმარიაა ახლა და არა აგუერო თუმცა ვერვხვდები მაინც რატო რად გვინდა ასაკიანები ახალ გუნდს თუ ვაშენებთ

  • Wtf man
    schedule 01 სექ 2020, 12:32
    #8

    ორ ნახევარმცველს უშვებენ. გუნდში რჩება. დეიონგი პიანიჩი ბუსკეცი პუჩი და კოუტინიო ერთი ნახევარმცველი კიდეა მოსაყვანი. ბეეკი როგორ მინდოდა მარა მგონი ითრია მანჩესტერმა და ეგაა

  • ალეx
    schedule 01 სექ 2020, 12:12
    #7

    პავლოვიჩი56,
    აგუერო ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა მითუმეტეს თუ მესი დარჩა და ლაუტაროც მოიყვანეს…

  • Msn91011
    schedule 01 სექ 2020, 12:04
    #6

    მეცინება უბრალოდ ბარსას სატრანსფერო პოლიტიკა რეალს რომ შევადარო რაკიტიჩი სუარესი ვიდალი და უმტიტი ამ კამანდაში რეალი 80-100 მილიონამდე აიღებდა და ამ უნიათო ხელმძღვანელობამ ყველა უფასოდ დაარიგა. უკვე გული მერევა ბარსაზე იმიტორო ვერაფერი ვეღარ უდგება წინ ბართომეუს გუნდის შლას

  • neo222
    schedule 01 სექ 2020, 12:00
    #5

    ნახვამდის არტურ შე ლეღვის ჩირო

  • პავლოვიჩი56
    schedule 01 სექ 2020, 12:00
    #4

    ყურადღება!
    1.ლევანდოვსკი-აგუერო-ჰოლანდი, ჩემი აზრით ეს სამია სუას დონის.
    2.ყველას გთხოვთ დამისახელეთ სხვა სამი ცენტრ-ფორვარდი, რომელიც სუარესის დონისაა ან სჯობს.

  • Serenity.
    schedule 01 სექ 2020, 11:42
    #3

    რაკიტიჩში და ვიდალში 20-20 მილიონი მაინც უნდა აეღოთ. ეგენი სუარესსაც უფასოდ გაუშვებენ და მერე იტყვიან რო პანდემიისას ბევრი იზარალეს, ტრანსფერებიდან ვერ ამოიღეს და ისევ ბრეითუეიტისნაირ ტრანსფერებს უნდა ველოდოთ მგონი.

  • Pique_3
    schedule 01 სექ 2020, 11:37
    #2

    ანუ კუმაანი მართლააა სერიოზულად იხოდებაა🙃თავიდანვე მოითხოვა რაკიტიჩის ვიდალის სუარესის და უმტიტის წასვლა და ასეც ხდება🙃მარაა ყველას კონტრაქტს რო უწყევეტენ რა თემაა😐😒სუარესში და უმტიტიში 60 მილიონი მაინც უნდა აიღონ🙂

  • GioKakiashvili
    schedule 01 სექ 2020, 11:34
    #1

    Dzaan rtuli kalendari shegvxvda tavidanve argagvimartla :/