workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან გასპარი: არ მესმის, რომ მესის წასვლა სურს, კლუბში ის ყველას უყვარს

ჟოან გასპარი: არ მესმის, რომ მესის წასვლა სურს, კლუბში ის ყველას უყვარს

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან გასპარი ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

“მესის 2021 წლის 30 ივნისს წასვლა ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იქნება. ახლა არ ვღელავ, რადგან არავის შეუძლია გამოსასყიდის გადახდა. ახლა მას არ შეუძლია წასვლა. მესის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომელიც მას წასვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ მან ამის შესახებ კლუბს წინასწარ უნდა შეატყობინოს და ბოლო ვადა – ივნისია. თუ გამოსასყიდის შემცირება გვსურს, მე მირჩევნია, რომ შემდეგ წელს ის უფასოდ წავიდეს და არა ახლა. არსებობს რაღაცები, რომლებიც ფულზე მაღლა დგას და ერთ-ერთი მათგანი – ღირსებაა. ეს სიტუაცია ფიგუსთან გადავიტანე, რომელიც ღამე მოხდა და ღალატი იყო, ეს რივალდოსთანაც გავაკეთე. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ერთ ევროსაც არ ავიღებდი, ეს დამამცირებელი იქნებოდა. “ბარსა” უფრო მიყვარს, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე. მირჩევნია უფასოდ წავიდე, ვიდრე 100 მილიონად. არ მესმის, რომ მესის წასვლა სურს. ნუთუ კლუბში მისთვის რაიმე დადებითი არ არსებობს? ყველა წევრს უყვარს ის და კლუბი მას ძალიან დაეხმარა.” – ციტირებს გასპარს Radio MARCA.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ სწორედ გასპარის პრეზიდენტობის დროს გააფორმა “ბარსელონამ” 2000 წელს, 13 წლის ლიონელ მესისთან პირველი კონტრაქტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • basa7
    schedule 26 აგვ 2020, 10:45
    #3

    შენ რა გინდა შე სირბანა, ყველაზე საზიზღარი პრეზიდენტების სამეულში ხარ ბარტოსთან ერტად

  • kostarika
    schedule 26 აგვ 2020, 00:37
    #2

    მესი თუ მართლა წავიდა, რაც ახლა ეს ძალიან რეალურია, ბარსელონას მოუწევს ახალ სიტუაციასთან გამკლავება. არვიცი რა მოხდება, მაგრამ მესის გარეშეც მე ბარსელონას ფანი ვარ.
    მესით არ დაწყებულა ბარსელონა და არც დასრულდება 🙂 მადლობა მას ყველაფრისთვის და წარმატებები.
    აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან უღირსად მოიქცევა თუ წავა. გასაგებია, რომ ბართომეუს არ ემხრობა, მაგრამ ასეთ დროს კლუბის მიტოვება, სადაც გაიზარდე და მთელი კარიერა გაატარე არ არის სწორი. თან მაქსიმუმ 2-3 სეზონიღა ითამაშოს მაღალ დონეზე 🙂 ჯობდა დარჩენილიყო და ისე ღირსეულად წასულიყო როგორც ხავი, ინიესტა და სხვები წავიდნენ 🙂

  • Kaifarik02
    schedule 26 აგვ 2020, 00:31
    #1

    აი საღოლ ✌️✌️✌️✌️