ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ინტერესდება “ჰერკულესის” თავდამსხმელით

“ბარსა” ინტერესდება “ჰერკულესის” თავდამსხმელით

როგორც “Catalunya Radio” იუწყება, “ჰერკულესის” თავდამსხმელი, კიკო ფემენია, ძალიან ახლოსაა კატალონიურ გრანდში თამაშთან.

 

ახალგაზრდა, 20 წლის, ფეხბურთელი, კიკო ფემენია, ითვლება ძალიან დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელად, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი გავარდა ლა ლიგიდან. “ლურჯ–ბროწეულისფერთა” გარდა, კიკოთი ინტერესდებიან “ესპანიოლი” და “ვილიარეალი”. კიკო ფემენიაში “ჰერკულესის” ხელმძღვანელობა, არც მეტი, არც ნაკლები, 10 მილიონ ევროს ითხოვს. ეს თანხა კატალონიური გრანდის მესვეურებს ეძვირებათ, რადგანაც იმ გუნდის ლიდერები, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გადავიდა, გადამეტებულ თანხას ითხოვენ.

 

კიკო ფემენიამაც თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით: “თუ “ბარსელონაც” და “ჰერკულესიც” შეთანხმდებიან, მზად ვარ დავტოვო გუნდი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში