“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა რომის “ლაციოში” გადასვლსათან ახლოსაა. ამ ინფორმაციას იტალიური La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კატალონიური და რომაული კლუბები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. საუბარი 27 წლის ფეხბურთელის 12 მილიონ ევროდ გაყიდვაზეა.
რაფინია ალკანტარა “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში, 2011 წლიდან მოყოლებული, მან 90 თამაში ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ის 3-ჯერ განათხოვრებული იყო – “სელტაში”, “ინტერში” და ისევ “სელტაში”.
ერთი ეს ხლამი მოგვშორფებოდეს სამუდამოდ და მეტი არ მინდა არაფერი
ლაციომ სილვა ვერ გაიფორმა და ეს ალტერნატივა გამოდის