workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამონ პლანესი – ექსპერტი კრიზისის შუა ნაწილში

რამონ პლანესი – ექსპერტი კრიზისის შუა ნაწილში

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ერიკ აბიდალის კლუბიდან წასვლის შემდეგ “ბარსელონას” ახალი სპორტული დირექტორი რამონ პლანესი იქნება.

აქამდე პლანესი აბიდალის მარჯვენა ხელი იყო, ახლა კი ანალოგიურ სიტუაციაში მოხვდა, როგორშიც 2009 წელს, “ესპანიოლში”.

მაშინ, “ბარსელონას” უკვე ამჟამინდელი სპორტული დირექტორი “ესპანიოლში” იგივე პოსტზე დაინიშნა. 2009 წლის თებერვალში, კლუბის ლიდერებთან უთანხმოების გამო, პაკო ერერა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პლანესი კი ტექნიკური დამხმარის პოსტიდან დაწინაურდა.

იმ დროს პლანესს რთული სეზონი შეხვდა. “ესპანიოლს” ფინანსური კრიზისის გამო ნებისმიერი მოთამაშის გაფორმება უჭირდა.

“ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებულია, მაგრამ ახალი სპორტული დირექტორი, სრული რეკონსტრუქციის გზით, კლუბს უნდა გაუძღვეს. კორონავირუსის კრიზისის ფონზე, ფინანსური შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward