“ბარსელონას” აკადემიის დირექტორი, პატრიკ კლუივერტი, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნას გამოეხმაურა და თავის თანამემამულეს კარიერული წინსვლა მიულოცა.
“რონალდის გამო ძალიან გახარებული ვარ. მას ოცნება აუხდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი “ბარსელონასთვის”, ისევე როგორც კუმანისთვის, ფანტასტიკური გამოვა.
მჯერა, რომ რონალდის დანიშვნა კარგ შედეგებს მოიტანს. ის კლუბს, მის ფილოსოფიასა და ახლანდელ მდგომარეობას შესანიშნავად იცნობს”. – თქვა კლუივერტმა.




ჰოლანდიელები მოიყვანოს გუნდში
მასე ავუხდინეთ სეტიენსაც, ვალვერდესაც, ტატა მარტინოსაც და ბევრს კიდევ 😂😂😂 მეც ამიხდინეთ და დამნიშნეთ რა გახდა… იცოცხლე ვასწავლიდი ჭკუას რაც მე ფეხბურთი შემაზიზღეს ამ ბოლოს… ერთი კვირაც მეყოფოდა 😂💪
პატრიკ შე უმაგრესი მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეპასე თავდამსხმელი იყო ❤️