workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი და “ბარსელონა” ფოტოებში

რონალდ კუმანი და “ბარსელონა” ფოტოებში

უკვე ოფიციალურად, “ბარსელონას” რონალდ კუმანის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 57 წლის სპეციალისტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. 

კუმანი ყოველთვის იყო და იქნება ყურადღების მიქცევის ღირსი “ბარსელონას” ისტორიაში, რადგან მან 1992 წელს უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “უემბლიზე”, რამაც დიდი გამარჯვება მოუტანა გუნდს.

ჰოლანდიელი მცველი (ზაანდამი, 1963) “ოცნების გუნდის” ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, ბრწყინვალედ თამაშობდა რა დაცვაში, ასევე აკეთებდა მაგიურ პასებს შეტევაში და მეტოქის კარს საკმაოდ აწუხებდა.

ის ასევე ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც პენალტის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ფეხბურთის ისტორიაში, მისი ჯარიმების შესრულებითა და რეკორდული ძალით. მან “ბარსაში” გატარებულ 6 წელიწადში 102 გოლი გაიტანა, გასაოცარი შედეგი მცველისთვის. მოედნის გარეთ კუმანი ცნობილი იყო თავისი ზრდილობით, თავდამბლობით, რის გამოც ის ფანების უდავო კერპად იქცა. რონალდი კლუბის სამწვრთნელო ბაზის წევრიც იყო 1998 წლის ივლისიდან 1999 დეკემბრამდე, ახლა კი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” სათავეშიც ჩაუდგება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • Bakero
    schedule 19 აგვ 2020, 22:31

    ციტატა: nika 54
    ეს "(ზაანდამი, 1963" ვინ არის? რაღაც ვერ ვიხსენებ. იქნებ ბუდევინ ზენდენზე წერენ.

    ზაანდამი ქალაქია ჰოლანდიაში სადაც რონალდ კუმანი დაიბადა 1963 წლის 21 მარტს

  • katalomia
    schedule 19 აგვ 2020, 18:10

    ციტატა: nika 54
    ეს "(ზაანდამი, 1963" ვინ არის? რაღაც ვერ ვიხსენებ. იქნებ ბუდევინ ზენდენზე წერენ.

    Zendeni mcveli ar iyo da arc 1963- shi dabadebuli.

  • davidus2020
    schedule 19 აგვ 2020, 17:12

    მე მჯერა კუმანი გაამართლებს,შეხედეთ დაშლილი ჰოლანდის ნაკრები როგორ აათამაშა,??ზუსტად იგივე მდგომარეობა ბარსაში,შემსრულებლები არიან მაგრამ დაშლილია გუნდი,შეკვრა და სათამაშო დისციპლინა ჭირდება.აჩკარიკადა სამედიცინო შტაბი გამოსავალია,

  • nika 54
    schedule 19 აგვ 2020, 17:11

    ეს "(ზაანდამი, 1963" ვინ არის? რაღაც ვერ ვიხსენებ. იქნებ ბუდევინ ზენდენზე წერენ.

  • dembelle
    schedule 19 აგვ 2020, 16:46

    Aqamde sadiyvnen??🙂🙂

  • Messi, Iniesta
    schedule 19 აგვ 2020, 16:30

    მაგარი მოტივაციითა და შემართებითაა ეს კაცი! თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო და მჯერა რომ იმედებს გაამართლებს!❤️

  • Anssumane
    schedule 19 აგვ 2020, 16:24

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    რაც არ უნდა იყოს დიდი გამოცდილება აქვს, თან ძალიან გავლენიანია და ფოტოებსაც რო დავაკვირდი ვან გაალთან რაიკარდთან გვარდიოლასთან და სხვა უმაღლეს ფიგურებთან ქონდა შეხება, ხოლო ხავის დანიშვნას რაც შეეხება, მწამს, რომ ხავი კარგ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ არა ამ ბარსაში, გუნდი ჩამონგრეულია და სწორეთ ასეთმა ავტორიტეტმა უნდა შეძლოს და შეკრას გუნდი, რათა ხავიმ შეძლოს უახლოვეს მომავალში გუნდს სათავეში ჩაუდგეს, ვფიქრობ, რომ გუნდი რომელსაც პრაქტიკულად ბოლო 3 სეზონია მწვრთნელი არ ყოლია ანუ არ ყოლია იმ კუთხით, რომ საერთოდ მოწყვეტილი იყო ორივე აქაურ სამყაროს და თანაც მათი ავტორიტეტი 0 იყო, შეძლებს კუმანი და შეკრავს ბარსელონას.წარმატებები მას!!!!

    ამინ

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 19 აგვ 2020, 16:13

  • JasoN
    schedule 19 აგვ 2020, 15:50

    Xodzea es kaci ragac