workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ტერ შტეგენი მუხლზე ოპერაციას იკეთებს

ოფიციალურად: ტერ შტეგენი მუხლზე ოპერაციას იკეთებს

ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მარჯვენა ფეხის მყესზე არსებული პრობლემის გამო ოპერაციას ჩაიტარებს, რომელსაც ცნობილი ექიმი, რამონ კუგატი განახორციელებს.

გერმანელმა მყესზე დისკომფორტი რამდენიმე თვის წინ იგრძნო, თუმცა სეზონის დასრულებას დაელოდა. ადრე გავრცელებული ცნობებით, მას ოპერაციის გაკეთება არ სურდა, თუმცა “ბარსამ” მარკს სამუელ უმტიტის მაგალითი მოუყვანა, რომელმაც მსგავს სიტუაციაში ქირურგიულ ჩარევაზე უარი განაცხადა და დღემდე ლაზარეთში იმყოფება.

მიმდინარე სეზონში კატალონიელთა კარის დარაჯმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 46 მატჩი ჩაატარა (36 – ლა ლიგაში, 8 – ჩემპიონთა ლიგაზე და 2 – კოპა დელ რეიზე). გარდა ამისა, ტერ შტეგენმა კარი მშრალად 15 შეხვედრაში შეინახა და 2 ასისტიც მიითვალა.

მედიაში ვრცელდება ჭორები, რომ გერმანელ ვარსკვლავს გამოსაჯანმრთელებლად 3 თვე დასჭირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 18 აგვ 2020, 07:19
    #6

    ეუჰ სამინთვე რა ამბავია პენიას მაგდენი ხანი ნდობა რისკია მემგონი ჯობია ნეტუ დატოვონ

  • BARCELONA FOREVER
    schedule 17 აგვ 2020, 23:14
    #5

    შენ იცი ტეტე უფრო მაგარი უნდა დაგვიბრუნდე

  • El pistolero 9
    schedule 17 აგვ 2020, 23:05
    #4

    ციტატა: forca barcA
    შანსი ნეტუს,მალე დაგვიბრუნდი ნადირო.


    შანსი პენიას.ნეტუ გასაყიდია

  • Iniesta_8
    schedule 17 აგვ 2020, 22:57
    #3

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    ამ უმტიტიმაც რომ გაიკეთოს? იქნება სეზონის მეორე ნახევარში მაინც დაბრუნდება რა მაგარი იყო რო გადმოვიდა ტიპი ზანგი კედელი იყო


    უმტიტის შემთხვევაში არსებობდა შანსი რომ ოპერაციის მერე კარიერას დაასრულებდა და ამიტომ იკავებს თავს.

  • GIo-GxP-FCB
    schedule 17 აგვ 2020, 22:55
    #2

    ამ უმტიტიმაც რომ გაიკეთოს? იქნება სეზონის მეორე ნახევარში მაინც დაბრუნდება რა მაგარი იყო რო გადმოვიდა ტიპი ზანგი კედელი იყო

  • Andres_Iniesta
    schedule 17 აგვ 2020, 22:55
    #1

    იმედია რეგრესი არ ექნება