4 ფეხბურთელი, რომელიც “ბარსამ“ აუცილებლად უნდა შეიძინოს

4 ფეხბურთელი, რომელიც “ბარსამ“ აუცილებლად უნდა შეიძინოს

გუშინდელმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებელია.

გუნდი გადაბერებულია. საშუალო ასაკი მეოთხედფინალურ შეხვედრაში 30 წელზე მეტი იყო. 

შესაბამისად, შეგვიძლია ის 4 ფეხბურთელი გამოვყოთ, რომელთა დამატებაც “ბარსელონასთვის“ აუცილებელიც კი არის.

ლაუტარო მარტინესი

გუნდს სჭირდება ისეთი თავდამსხმელი, რომელიც აქტიური იქნება, როგორც საჯარიმოში ასევე მოედნის სხვა ნაწილშიც. შეძლებს მეტოქე გუნდის მცველებზე პრესინგს, რითაც საგოლე მომენტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

ლუის სუარესი უკვე 33 წლისაა და უმაღლეს დონეზე თამაში სტაბილურად აღარ შეუძლია, მისი შემცვლელის მოყვანა კი ამ ზაფხულის შემდეგ დაგვიანებული იქნება.

ერიკ გარსია

ესპანელმა მცველმა “მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ახალგაზრდა მოთამაშის კანდიდატურა, პიკეს შემცვლელად, “ბარსასთვის“ მისაღებ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს. 

ხოსე გაია

იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს უკანასკნელ სეზონებში ჟორდი ალბა, მისი შემცვლელი გუნდს ნამდვილად სჭირდება.

მარცხენა ფლანგზე სწრაფად ჩარბენა და ლეო მესისკენ გადაცემის გაკეთება ერთადერთი ფუნქციაა, რასაც ალბა აკეთებს.

“ვალენსიელი“ ფეხბურთელი კი შესანიშნავი ვარიანტია.

ამას ლუის ენრიკეც ამტკიცებს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ძირითადი მცველობა სწორედ გაიას გადააბარა.

ჟოაო კანსელუ

პეპ გვარდიოლა ნელსონ სემედუთი აქტიურადაა დაინტერესებული. “ბარსასთვის“ პორტუგალიელი მარჯვენა მცველების ბარტერი, შესაძლოა, მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან კანსელუს გამოცდილება როგორც სერია ა-ში, ასევე ლა ლიგაში აქვს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Don_Andresito
    schedule 16 აგვ 2020, 16:03

    გაიას ყიდვის ამაზე კარგი შანსი აღარ გვექნება, ვალენსიაში სერიოზული არეულობაა. მიგვეცა კუკურელია, ხეტაფეს რო შეტენეს 9 მილიონად. მირანდა მივცეთ და ფული დავუმატოთ. ან ფიპრო და ცოტა ფული. გაია ალბას ეგრევე ამოაგდებდა. რაც შეეხება კანსელოს მართლა კარგი ბიჭია მარა პეპი არ მოგვცემს და არც სემედოშI გაგვიცვლის ალბათ. მარა კაი მარცხენა მცველი თუ იყიდა (მარცხნივ ათამაშებს) მაშინ ვოლკერის ზამენად არც კანსელო დარჩება თითონ. სად ბარსას ძირითადი (დღევანდელის არა ზოგადად) და სად სიტის სკამი. ლაუტარო რავიცი, სუარესს ან გრიზმანს თუ გაასხმევინეს მოვიდეს, თუ არადა ფლანგის შემტევია გასაძლიერებელი. დაცვის ცენტრში უპამეკანოა საყიდელი მარა მაგ ტრანსფერების ერთად გაკეთება წარმოუდგენელია. ნახევარმცველი გვინდა კიდე, ბუსი ან ღრმად გადაჯდეს სკამზე, 4 დან 1 რო ითამაშოს ან წავიდეს, მიყვეს რაკიტიჩი ვიდალი. გვჩება ფრენკი პიანიჩი პუჩი, ალენიას დავაბრუნებდით, მატეუსი ჯერ იჯარით. პედრიც რავი იყოს პირველ გუნდში მარა ერთი კარგი ნახევარმცველი გვინდა. პოჩეტინო რო მოსულიყო კოუს დატოვებდა 100%ით მარა მაგას არ ან ვერ მოიყვანენ. ჩავი თU მოვიდა ალენია პუჩზე გააკეთებს აქცენტს, მარა ტიაგოს დაბრუნება უფრო გაასწორებდა. რახან პიანიჩი მოსულია ტიაგო აღარ გვინდა, ისევ გადავაბერებთ კამანდას. ამიტო აუარზე უნდა იჩალიჩონ, ლიგაზე არ იქნება ლიონი შემდეგ წელს და დაიკერბა ეგ ბიჭი. იდეალური 8 ია. ეგ ფრენკი და პიანიჩი იდეალური ტრიოა. სკამზე ბუსი პუჩი და ალენია. დაცვაში პიკე თუ ააცვამს უპამეკანო დადგებოდა. მაგასთან ერთად გარსია არაუხო და ლენგლე სკამზე. მარტივ შეხვედრებში კარგია ეგ. უმტიტი გაიყიდება, ალბათ ტოდიბოც. პიკეც წავა ან 1 წლით დარჩეს სკამზე. შეტევაში აღარ ვიცი დემბელეს დატოვება ღირს თუ არა, ან ეს გრიზმანი რას მოგვცემს. ფატი ტრონკაოზე გაკეთდეს აქცენტი ჯობია. ვიდრე წყალწაღებულ სუარესზე და გრიზმანზე

  • Ronaldinhoko
    schedule 16 აგვ 2020, 14:43

    ramdeni xania vidzaxi gaya daitros barcamtqo da mgninmegirseba eg transferi

  • basa7
    schedule 16 აგვ 2020, 10:36

    ბიჭო რავა ბართომეუსავით დაიწყეთ თქვენც აზროვნება, რომელი ფეხბურთელუ უნდა აქედან , რა ჩემ ფეხებად უნდა ლაუტარო, ყველაზე ნაკლებად ჭირდება. ეგ გარსია კიდე ვაფშე არ მომეწონა გუშინ. ან რა გაია და ან რა კანსელუ, კანსელუს ნაირი მკვდარი და რო ვერ გაიზარდა ეგეთი ისედავ გვყავს სემედუ. უპამეკანო უნდა იყიდონ პირველ რიგში დაცვაში და სერიოზული ფლანგელები გვინდა, ბაირნმა კიმიხი და იმ დევისით მიგვაფარჩაკა. ეგეთები ყავდა ბარსას და მიტო იყო ძველად მაგარი. ეს სემედუ ვერ გაიზარდა ვალვერდეს დედას რო დაუარე და არც გაიზრდება აწი ასაკში შედის უკვე, ამ ეტაპზე ტალიაფიკო ჯობს ალბათ ისევ ყველას. და ნეიმარია სასწრაფოდ დასაბრუნებელი ნეიმარი ლაუტარო კი არა

    სანჩო იყიდონ მაგ ლაუტაროს ყიდვას ჯობია, არ ჭირდება გუნდს გამოკვეთილი ფორვარდი, მესი გაართმევს თავს მაგას თუ ძლიერი ნახ დაცვა, გარემარბები და ფლანგის მცველები იქნება

  • njanka1977
    schedule 16 აგვ 2020, 10:28

    კანსელუს გარდა სისულელეები სწერია ამ სტატიაში.

  • kortoxa23
    schedule 16 აგვ 2020, 10:11

    ციტატა: M10 S9 D11
    რა გაია რა კანსელო რა ლაუტარო ხომ არ აპარჭყალებენ ესენი გრიმალდო როცა არსებობს გაიას რა ჩემი ფეხები უნდა ბარსაში ან რა ლაუტარო მაგის ძალათ ცენტრ ფორვარდი დედა მივაცენზურე მარსიალი მოიყვანეთ მილიონჯერ ჯობია მაგას ან რა კანსელო სემედუს ცალ ფეხად არ ღირს დესტი მოიყვანეთ კანსელო არა ლეღვი


    მეგობარო შენს კომენტარებს ვეთანხმები და მომწონს კიდე კარგად აზროვნებ მარა ეს სემედუ რამ შეგაყვარა ვერ ვხდები კანსელო კი სემედუს ცალი ფეხი კიარა ჯობია კიდეც, საგოლე პასებშიც და მითუმეტეს დაცვაში

  • InFiNiTe8
    schedule 16 აგვ 2020, 08:37

    უპამეკანო, ალაბა (თუ ბაიერნთან აღარ ახანგრძლივებს), ლაუტარო და ერთი ნახევარმცველია მოსაყბანი ამ ეტაპზე

  • M10 S9 D11
    schedule 16 აგვ 2020, 02:09

    რა გაია რა კანსელო რა ლაუტარო ხომ არ აპარჭყალებენ ესენი გრიმალდო როცა არსებობს გაიას რა ჩემი ფეხები უნდა ბარსაში ან რა ლაუტარო მაგის ძალათ ცენტრ ფორვარდი დედა მივაცენზურე მარსიალი მოიყვანეთ მილიონჯერ ჯობია მაგას ან რა კანსელო სემედუს ცალ ფეხად არ ღირს დესტი მოიყვანეთ კანსელო არა ლეღვი

  • Gaucho24
    schedule 16 აგვ 2020, 01:14

    ყველას ვეთანხმები ყველა კაი ვარიანტია , გაიას მაგივრად ტალიაფიკოც შეიძლება.. გარსიასთან ერთად უპამეკანოც მოსაყვანია .. დღევანდელი სიტის თამაშის შემდეგ თუ ყველაფერი შეიცვალა ბარსაში , გუარდილოასა და დე ბრუინის მოყვანა სავსებით რეალურია .. ვნახოთ რა მოხდება , გუნდს ახალ სისხლთან ერთად , ახალგაზრდები და ახალგაზრდული ენერგია სჭირდება , ტემპი 0 ია.. ვნახოთ ბართომეუ უნდა წავიდეს პირველ რიგში , და ძალიან კარგი მწვრთნელი რომელიც დიდი სიფრთხილითაა შესარჩევი თუ გუარდიოლა არ დაბრუნდა..

  • Iniesta_8
    schedule 16 აგვ 2020, 01:00

    ეს ავტორი მაგარ სისულელეებს წერს. არ გეწყინოს. რა უბედურებაა ესეთი სტატიები : 5 ფეხბურთელი რომელმაც ბარსა უნდა დატოვოს, 5 ფეხბურთელი რომელიც უნდა იყიდოს, 5 ფეხბურთელი რომელსაც დედის ტრა*ი უნდა აგინოს…თან აქედან ვერც ერთი გავაძლიერებს რეალურად

  • Feel My Style
    schedule 15 აგვ 2020, 23:59

    უპამეკანო 🙂 კანსელუზე უკეთესი მარჯვენა მცველია საჭირო, ბევრად თან.

  • Andres_Iniesta
    schedule 15 აგვ 2020, 23:07

    Barça legend Hristo Stoichkov spoke to Bartomeu about Alphonso Davies months before Bayern came on board. Bartomeu's response was "he is Canadian, no thanks." [TUDN]

    ეს ნახეთ

  • BEKA CULE
    schedule 15 აგვ 2020, 23:06

    კოუტინიუ დასაბრუნებელია დემბეკეს ბოლო შანსი და გრიზმანი გასაყიდი