workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია: ტიაგოს ასეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბება გვარდიოლას დამსახურებაა

რაფინია: ტიაგოს ასეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბება გვარდიოლას დამსახურებაა

“ბარსელონას” 27 წლის ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, France Football-თან ინტერვიუში თავისი ძმის, ტიაგოს, შესახებ საუბრობს. რაფინიას თქმით, ტიაგოს წარმატება დიდწილად “ბარსა B-ში” პეპ გვარდიოლასთან ერთად ყოფნამ განაპირობა.

“ტიაგო ძალიან სერიოზული და მიზანდასახული ბავშვი იყო, ზრდასრული ადამიანი ბავშვის სხეულში. ის კარგი მოსწავლე იყო და, რაც ყველაზე მთავარია, გარშემო ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.

“ბარსელონაში” იგი შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა, “ბაიერნში” კი გუნდის ხერხემლად იქცა, სადაც თამაშის მიმდინარეობას განსაზღვრავდა.

“ლა მასიაში” ყველა ხედავდა, რომ ის განსაკუთრებული იყო. მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი “ბარსა B-ში” პეპ გვარდიოლასთან ერთად ყოფნა გახდა. მან ტიაგოს თავდაჯერებულობა და მოედანზე თავისუფლება შესძინა, რამაც იგი იმ ფეხბურთელად ჩამოაყალიბა, რომელიც დღესაა. ისეთი მწვრთნელის ყოლას, რომელიც გაძლევს შესაძლებლობებსა და ცოდნას, შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს”, – თქვა მან.

ჟოზეპ გვარდიოლა “ბარსა B-ს”  სათავეში 2007/08 წლების სეზონში ედგა. ტიაგოსთან ერთად, გუნდში ოიერ ოლასაბალი, სერხიო ბუსკეტსი, ჯონათან დოს სანტოსი, პედრო როდრიგესი და ჟეფრენ სუარესი ირიცხებოდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • JUZI
    schedule 14 აგვ 2020, 18:52
    #4

    და შენ რა დაგემართა? ერთ დონეზე რომ გაიყინე?

  • GIo-GxP-FCB
    schedule 14 აგვ 2020, 18:46
    #3

    ციტატა: FloweN

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    დიდი ვერაფერი ძმა გყავს ბარცაში რო დარჩენილიყო მეტს მიაღწევდა


    ბარსაში რო დარჩენილიყო, 2 წელი მინიმუმ სკამზე ჯდომა მოუწევდა, 2 წელი სკამზე ჯდომით დიდი ფეხბურთელი ტიაგო კიარა მესი ვერ გამოვიდოდა :დ
    მართლა ძაან მაგარი ბიჭია არადა…


    2 წელი ხავის და ინიესტას ზამენა იყო ჯობია ვიდრე ბუნდესლიგაში უმოტივაციო ჩემპიონატში თამაში. დიდ თამაშებში არ ჩანს ტიპი

  • FloweN
    schedule 14 აგვ 2020, 18:33
    #2

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    დიდი ვერაფერი ძმა გყავს ბარცაში რო დარჩენილიყო მეტს მიაღწევდა


    ბარსაში რო დარჩენილიყო, 2 წელი მინიმუმ სკამზე ჯდომა მოუწევდა, 2 წელი სკამზე ჯდომით დიდი ფეხბურთელი ტიაგო კიარა მესი ვერ გამოვიდოდა :დ
    მართლა ძაან მაგარი ბიჭია არადა…

  • GIo-GxP-FCB
    schedule 14 აგვ 2020, 18:26
    #1

    დიდი ვერაფერი ძმა გყავს ბარცაში რო დარჩენილიყო მეტს მიაღწევდა