ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ფეხბურთელები: “ეს ფინალი რომისგან განსხვავებული იქნება”

“ბარსას” ფეხბურთელები: “ეს ფინალი რომისგან განსხვავებული იქნება”

 

სულ უფრო  ცოტა დრო რჩება 28 მაისამდე და სულ უფრო მეტი ადამიანისგან ისმის შემდეგი ფრაზა: “ეს ფინალი რომის ფინალისგან განსხვავებული იქნება”. გამონაკლისები არც კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები აღმოჩენილან…

 

ანდრეს ინიესტა რომის ფინალში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. თუმცა, ანდრესი რომ არა, ვინ იცის, იქნებ კატალონიელების ნაცვლად ფინალში ლონდონურ “ჩელსის” ეთამაშა. ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა: “ყველა მომენტს საკუთარი ისტორია აქვს. ჩვენ მოვიგეთ ფინალი და ეს იყო ჩვენი ჯილდო იმისათვის, რა სამუშაოც ჩვენ გავწიეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იყო.”

 

სხვა ბევრი ექსპერტისა, თუ ფეხბურთელის მსგავსად, ინიესტაც ფიქრობს, რომ წლევანდელი ფინალი მაშინდელისგან განსხვავებული იქნება: “ამ ორი ფინალის შედარება არ შეიძლია. შეიძლება ჩვენ სათამაშო სტილი არ შეგვიცვლია და თან კვლავ ფინალში ვართ, თუმცა არ ვფიქრობ, რო რაიმე მსგავსის მომსწრენნი გავხდეთ.” ინიესტა იმ მატჩს იხსენებს: “ინგლისელები  თავიდან ჩვენზე ძლიერად გამოიყურებოდნენ, თუმცა გოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.” ანდრესი ასევე “მანჩესტერში” კრიშტიანო რონალდოს როლს აღნიშნავს: “ყოველთვის კარგია, როდესაც გუნდში მისნაირი ფეხბურთელი გყავს, მაგრამ გუნდში მათ ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც მოიწვიეს და მათი დამსახურებით დიდებული გუნდიც ყავთ.”

 

“ბარსას” მარჯვენა ფლანგის ბატონ–პატრონი, ბრაზილიელი დანი ალვესი ინიესტას ეთანხმება და აცხადებს: “შენ არასოდეს შეგიძლია ერთი ფინალი მორეს შეადარო. ყველა ფინალი ერთმანეთისგან განსხვავდება, თავის განსხვავბული ფეხბურთელებთან და იმედებთან ერთად.” ანდრესს და დანის არც ბუსკეტსი ჩამორჩა და მანაც განაცხადა, რომ გულშემატკივრას სულ სხვა ფინალი ელის.

 

თუმცა, ერთი განსხვავებული რამ პედრომ მაინც თქვა: “ისინი რევანშის ასაღებად იბრძოლებენ. იმ ფინალის გამო ისინი გამარჯვებაზე დამშეულები იქნებიან.” კანარის კუნძულელმა ასევე აღნიშნა ის ფაქტიც, რომ “მანჩესტერი” საკუთარ ქვეყანაში თამაშობს და რომ ეს მათთვის პატარა უპირატესობაც არის. აქვე კი დავიდ ვილიამ, რომელსაც “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში არ უთამაშია, აცხადებს: “რომში “ბარსას”, ეტო’ოს გოლი ძალიან დაეხმარა. ამის შემდეგ კი გუნდმა ბურთზე კონტროლი ადვილად დააწესა.” ამის შემდეგ კი ვილიამაც არ დააყოვნა და სხვა ინტერპრეტაციით, ყველაზე პოპულარული ფრაზა გააჟღერა: “ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც ფინალის გამეორებას აპირებენ, თუმცა ყველა თამაში განსხვავებულია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში