
უარმა, რომელიც იაია ტურემ მოულოდნელად განაცხადა, შესაძლოა ჩაშალოს თითქმის დასრულებული ტრანსფერი, რომელზეც “ბარსელონა” და “არსენალი” დიდი ხნის განმავლობაშ მუშაობდნენ.
“სპორტმა” ოთხშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელზეც ეწერა, რომ “ბარსელონამ” “არსენალს” 35 მილიონი ევრო შესთავაზა ცესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ, მაგრამ მიზანი იყო ლონდონური კლუბის შემზადება კაპიტნის გასაყიდად.
მაგრამ, თუ “Daily Mail”-ს დავუჯერებთ, არსენ ვენგერმა უკვე ამოირჩია იაია ტურე, ფეხბურთელი, რომელიც უკვე დიდი ხანია ფრანგი სპეციალისტის ყურადღებას იპყრობს. როგორც ჩანს, ვენგერის აზრით, კოტდივუარელი ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც შეძლებს “არსენალის” ნახევარდაცვის ხაზის სრულყოფას, თუ ფაბრეგასი დატოვებს კლუბს.
ყველაფერი ასე იოლად არ არის. იაია ტურე უფრო მეტად “მანჩესტერ სიტისკენ” იხრება, იმ კლუბისკენ, რომელშიც მისი ძმა-კოლო ტურე ასპარეზობს. იაიას აგენტის თქმით, კოტდივუარელს არ სურს იყოს ცესკ ფაბრეგასის შემცვლელი “არსენალში”.
ამ ვითარებამ შესაძლოა ძალიან გაართულოს დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცესკთან დაკავშირებით და “არსენალი” იძულებული იქნება კვლავ თავიდან დაიწყოს საუბარი კატალონიურ კლუბთან.
ამ თემას ინგლისში აქტიურად არჩევენ და “Daily Star” გვატყობინებს, რომ “ბარსას” მოუწევს ოდესმე ერთ კონკრეტულ ფასზე შეჩერება და ეს ფასი 40 მილიონი იქნება, თანაც იაია ტურეს გარეშე. “არსენალი” კი ჩაშლის ტრანსფერს და ცესკ ფაბრეგასის ფასს კიდევ გაზრდის. ესპანელის სატრანფერო ფასი დაახლოებით 60 მილიონიდან 80 მილონამდე იქნება. თუ ასე მოხდა, “ბარსელონას” მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.
წყარო: www.sport.es