“ლესტერ სიტის” ცენტრალური მცველის, ჩაგლასრ სოიონჯუს აგენტი, მუსტაფა დოღრუ მისი კლიენტის “ბარსელონაში” პოტენციურ გადაბარგებასთან დაკავშირებით საუბრობს.
“ზაფხულში სოიონჯუს “ბარსაში” გადაბარგება შესაძლებელია. კატალონიელებს მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როცა ჩაგლარი მშობლიურ “ალტინორდუში” ასპარეზობდა. აღნიშნული გარიგების შესახებ “ბლაუგრანასთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს Diario Sport.
მიუხედავად ამისა, 2016 წელს თურქი ფეხბურთელი გერმანულ “ფრაიბურგში” გადაბარგდა, მუსტაფამ კი განაცხადა: “ვფიქრობდით, რომ ჩაგლარი ისეთ კლუბში უნდა გადაბარგებულიყო, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდა და ძირითადი შემადგენლობის წევრად განიხილებოდა. აქ მას სათანადოდ განვითარება შეუძლია.“
“ლურჯ-ბროწეულისფერთა გარდა, დოღრუ აღიაღებს, რომ 24 წლის უკანახაზელს სხვა ვარიანტებიც აქვს: “მიმაჩნია, რომ პრემიერ ლიგის მასშტაბით, ეკონომიკური პრობლემების გათალისიწინებით, ჩემი კლიენტის გაფორმება მხოლოდ “ლივერპულს” შეუძლია. მაგრამ, ჩვენ არც ფრანგულ კლუბებს ვივიწყებთ, მაგალითად, – “პარი სენ-ჟერმენს“.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კიკე სეტიენის გუნდი დაცვის ხაზის გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ სოიონჯუს განიხილავს და მზადაა, “მელიებს” მის სანაცვლოდ 40 მილიონი გადაუხადოს. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ “ლესტერი” მოწადინებული არაა, თურქი გაყიდოს.
ეს სტალოსნეს ყბა არ მოათრიონ ბარსაში
ამით არაუხოსი შანსს უკლავენ ბარსელონას პირველ გუნდში რომ დაწინაურდეს :((
ამაში 40 მილიონი, ამ კრიზისის დროს ძალიან დიდი ფასი ხომ არ არის?