workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლორენცო ინსინიე მზად არის

ლორენცო ინსინიე მზად არის

მოგეხსენებათ, “ნაპოლის” კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს “ბარსელონასთან” თამაში, რომელმაც დაზიანება ბარძაყის მომზიდველ კუნთზე “ლაციოსთან” შეხვედრაში (3:1) მიიღო, საეჭვო იყო.

თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იტალიელმა ფეხბურთელმა დღევანდელ სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა და ჯენარო გატუზომ კატალონიურ კლუბთან გასამართი დაპირისპირებისათვის მატჩისწინა განაცხადშიც შეიყვანა, რომელიც ასე გამოიყურება:

ალექს მერეტი, ოსპინა, კარნეზისი, მარიუ რუი, ლუპერტო, მაქსიმოვიჩი, დი ლორენცო, ჰისაი, კულიბალი, მანოლასი, დემე, ალანი, ფაბიან რუისი, ელმასი, ზილინსკი, ლობოტკა, კალეხონი, ლორენტე, ლოსანო, მერტენსი, პოლიტანო, ინსინიე, მილიკი.

აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს ხსენებული შეხვედრისათვის, სხვადასხვა მიზეზებით, სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი, სამუელ უმტიტი, უსმან დემბელე და არტურ მელო დააკლდებათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nikusha
    schedule 09 აგვ 2020, 19:42
    #3

    ციტატა: ფარნა
    რა იმედიანად არიან ე ჩემისები მასე იუვენტუსი და რეალიც იყვნენ მარა გავარდნენ იუვემ დებიუტანტ ლიონთან წააგო რეალმა სიტისთან შესაბამისად ესენი წყვილში ითამაშებენ ბაიერნი ჩელსის გააგდებს და ჩვენ დაგვეტაკება მეტი პასები გრძელი გადაცემები მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ბურთის მაგრა დაჭერა გვმართებს დღესაც და ბაიერნთან მატჩშიც ბაიერნიც თუ გავაგდეთ რა იქნება კაცმა არ იცის ლიონმა ისევ სასწაული მატჩი თუ არ ჩაუტარა სიტის მაშინ ფინალში ჩვენ და სიტი ვითამაშებთ მთავარია ფინალში გავიდეთ არც ლიონია მარტივი ბარიერი მაგრამ ბარსა ბოლომდე იბრძოლებს


    სიტი ნახ ფინალში ვხვდებით და ფინალში როგორ? ფინალში ატლეტიკო გავა ან პსჟ მარა უფრო მადრიდის ატლეტიკო

  • ფარნა
    schedule 08 აგვ 2020, 11:52
    #2

    რა იმედიანად არიან ე ჩემისები მასე იუვენტუსი და რეალიც იყვნენ მარა გავარდნენ იუვემ დებიუტანტ ლიონთან წააგო რეალმა სიტისთან შესაბამისად ესენი წყვილში ითამაშებენ ბაიერნი ჩელსის გააგდებს და ჩვენ დაგვეტაკება მეტი პასები გრძელი გადაცემები მომენტების მაქსიმალურად გამოყენება ბურთის მაგრა დაჭერა გვმართებს დღესაც და ბაიერნთან მატჩშიც ბაიერნიც თუ გავაგდეთ რა იქნება კაცმა არ იცის ლიონმა ისევ სასწაული მატჩი თუ არ ჩაუტარა სიტის მაშინ ფინალში ჩვენ და სიტი ვითამაშებთ მთავარია ფინალში გავიდეთ არც ლიონია მარტივი ბარიერი მაგრამ ბარსა ბოლომდე იბრძოლებს

  • JUZI
    schedule 08 აგვ 2020, 09:28
    #1

    ეს ჩემისა ეხლა გახდა უკვდავი.