workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ – კიკე სეტიენი

მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ – კიკე სეტიენი

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი “ნაპოლისთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს.

“გამათავისუფლებენ, თუ ხვალინდელ მატჩს არ მოიგებ? ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. ახლა ამ თემაზე არ ვფიქრობ და სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გვჯერა, რომ ფინალამდე მიღწევას შევძლებთ.

“ნაპოლი” ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა, მათი სიტუაცია თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ.

რიკი პუჩი და ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასაწყებად მზად არიან. როცა კი მათ ითამაშეს, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს.

აკადემიიდან ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ზურგს გაგვიმაგრებენ.

არტური? სანამ წავიდოდა, მასთან ვისაუბრე, თუმცა შემდეგ ამის საშუალება აღარ მომცემია. ნეტავ სხვაგვარად მოქცეულიყო.

უსმან დემბელე? მის განაცხადში შეყვანაზე ვფიქრობდი, თუმცა დიდ რისკზე ვერ წავედი. საკუთარ თავში ჯერ კარგად დარწმუნებული ვერ არის. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ამ საკითხზე კიდევ დავფიქრდები.

“ბარსელონას” ფილოსოფია, თვითმყოფადობა და დნმ არ დაუკარგავს. გვქონია მომენტები, როდესაც დავალებებს თავი კარგად გავართვით. მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ.“, – აცხადებს სეტიენი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • davidus2020
    schedule 07 აგვ 2020, 19:33
    #11

    3-1მოვიგებთ

  • Ramaz
    schedule 07 აგვ 2020, 19:18
    #10

    იმედია ვერ მოვიგებთ რომ იქნებ მაშინ მაინც დაგაპანჩურონ. თორე თუ ნაპოლს გავცდით წარმოდგენაც არ მინდა მერე რა გველის

  • JUZI
    schedule 07 აგვ 2020, 18:56
    #9

    კიკე ვაი შენი ტყავის ბრალი რამე იაღლიში რომ მოგივიდეს.

  • Smokie94
    schedule 07 აგვ 2020, 17:49
    #8

    სეტიენს ზოგადად სულ ასეთი სახე აქვს, რომ არ იცის რას აკეთებს და არათავდაჯერებულია? თუ ბარსაში გადმოსვლის მერე აქვს ესეთი გამომეტყველება

  • Gaucho86
    schedule 07 აგვ 2020, 17:38
    #7

    მაგაზე არ იჯავრო ფერმერო.უკვე გვახალისებ შენი თამაშის სტილით

  • B.A.r.c.A
    schedule 07 აგვ 2020, 17:22
    #6

    ციტატა: katalomia
    Sitis tamashs vin ras fiqrobt bichebo da gogoebo? Mgoni burts gaagorebs siti tavidanve ar miaxteba, daaprovacirebs reals, reals aqvs gasatani da ar mgonia sitim miaxdes. Arada isic aris ro realis winaamghdeg gvardia da egreve miajachvos karebs golis gasatanad da tu dachra egreve reali mere amotenos saertod 4-5 burti sheugdos.


    ჩემი აზრით ფრე იქნება . გააჩნია დაცვაში თუ ფერნანდინიო არ ყავდა შეიძლება სწრაფ გოლზეც ითამაშოს სიტიმ ..რეალი უეჭველი მაგარ დამდგარ ფეხბურთს ითამაშებს რო გახსნას სიტი კონტრზე უეჭველი ამოტენის მარა რას გაიგებ გვარდი და ზიზუ არიან შეიძლება სიტი ტოტენჰემი განმეორდეს

  • katalomia
    schedule 07 აგვ 2020, 16:58
    #5

    Sitis tamashs vin ras fiqrobt bichebo da gogoebo? Mgoni burts gaagorebs siti tavidanve ar miaxteba, daaprovacirebs reals, reals aqvs gasatani da ar mgonia sitim miaxdes. Arada isic aris ro realis winaamghdeg gvardia da egreve miajachvos karebs golis gasatanad da tu dachra egreve reali mere amotenos saertod 4-5 burti sheugdos.

  • Datobioshock
    schedule 07 აგვ 2020, 16:23
    #4

    გახალისება კი ოღონდ მადრიდისტების 😂

  • M10 S9 D11
    schedule 07 აგვ 2020, 15:54
    #3

    ნაპოლის მოვუგებთ უპრობლემოდ მთავარია ბაიერნთან მოვიკლათ თავი და მოვიგოთ

  • katalomia
    schedule 07 აგვ 2020, 15:27
    #2

    Is tu gyavs kai xasiatze is? Magas ar awyenino da liga misia.

  • georgian2004
    schedule 07 აგვ 2020, 14:45
    #1

    მიდი კიკე ეს შენი ბოლო შანსია და იმედია გამოიყენებ თუ არადა დაუბრუნდები შენს ფერმას