ყველაფერი “ნაპოლის” შესახებ

ყველაფერი “ნაპოლის” შესახებ

ხვალ მეორე მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. პირველი მატჩის შემდეგ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი ხნით მოგვიწევდა ლოდინი. “ბარსელონას” ოფიციალური საიტი “ნაპოლის” უფრო ახლოს გაცნობას ცდილობს.

საიდან არიან?

ნეაპოლში თანაბრად იგრძნობა ანტიკური საბერძნეთისა და ძველი რომის კულტურული გავლენა, 1816 წლამდე, ნეაპოლი რეგიონის დედაქალაქი იყო. ნეაპოლი ითვლება ბაროკოს სამშობლოდ, აქ იშვა უდიდესი იტალიელი ხელოვანი – კარავაჯო. ამჟამად ნეაპოლი სიდიდით იატალიის მესამე ქალაქია.

კლუბი

ნეაპოლში საფეხბურთო კულტურა ინგლისელმა მეზღვაურებმა შეიტანეს. კლუბი ოფიციალურად 1926 წელს დაარსდა. “ნაპოლიმ” კოპა იტალიის მოგება ექვსჯერ მოახერხა, 1962 წლიდან, 1976 წლამდე პერიოდში, მაგრამ სერია ა-ს მოგებას ვერ ახერხებდნენ, იქამდე სანამ ნეაპოლში მესია არ გამოჩნდა. დიეგო მარადონამ “ნაპოლის” სერია ა ორჯერ მოაგებინა, 1987 და 1990 წლებში.

მარადონას წასვლის შემდეგ, დიდი კრიზისი დაიწყო, შესაბამისად “ნაპოლი” სერია ც-ში აღმოჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში კრიზისს თავი დააღწია და ამჟამად იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლება.

საგულისხმოა, რომ ქალაქი ყოველთვის იყო ცნობილი მაფიოზური კლანებით, რომლებიც როგორც კლუბს, ისე მთლიანად ქალაქს, ნორმალური განვითარების საშუალებას არ აძლევდნენ.

ბოლო ხუთი სეზონი

2014/2015

  • სერია ა – მე-5 ადგილი
  • ევროპა ლიგა – გამოეთიშა ნახევარფინალში
  • კოპა იტალიის გამარჯვებული

2015/16

  • სერია ა – მე-2 ადგილი
  • ევროპა ლიგა – გამოეთიშა მეთექვსმეტედფინალში

2016/17

  • სერია ა – მე-3 ადგილი
  • ჩემპიონთა ლიგა – გამოეთიშა მერვედფინალში

2017/18

  • სერია ა – მე-2 ადგილი
  • ჩემპიონთა ლიგა – ჩარჩა ჯგუფში
  • ევროპა ლიგა – გამოეთიშა მერვედფინალში

2018/19

  • სერია ა – მე-2 ადგილი
  • ჩემპიონთა ლიგა – ჩარჩა ჯგუფში
  • ევროპა ლიგა – გამოეთიშა მეოთხედფინალში

მიმდინარე სეზონი

“ნაპოლიმ” ჩემპიონატი ცუდად ჩაატარა და ჩემპიონატი მე-7 პოზიციაზე დაასრულა. სამაგიეროდ ნეაპოლელებმა მოიგეს კოპა იტალია, ფინალში კი მოსისხლე მტერი, ტურინის “იუვენტუსი” დაამარცხეს.

ბოლო ხუთი შეხვედრა სერია ა-ში

  • “ნაპოლი”-უდინეზე” – 2:1
  • “პარმა”-“ნაპოლი” – 2:1
  • “ნაპოლი”-“სასუელო” – 2:0
  • “ინტერი”-“ნაპოლი” – 2:0
  • “ნაპოლი”-“ლაციო” – 3:1

ჩემპიონთა ლიგაზე

  • “ნაპოლი”-“ლივერპული” – 2:0
  • “გენკი”-“ნაპოლი” – 0:0
  • “ზალცბურგი”-“ნაპოლი” – 2:3
  • “ნაპოლი”-“ზალცბურგი” – 1:1
  • “ლივერპული”-“ნაპოლი” – 1:1
  • “ნაპოლი” – გენკი” – 4:0
  • “ნაპოლი”-“ბარსელონა” – 1:1

საუკეთესო ბომბარდირები (ყველა ტურნირზე)

არკადიუშ მილიკი – 23 გოლი

დრის მარტენსი – 16 გოლი

ლორენსო ინსინიე – 10 გოლი

ურთიერთშეხვედრები

მერვედფინალამდე, გუნდებს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრები აქვთ ჩატარებული.

1978 წელი

“ნაპოლი”-“ბარსელონა” – 1:1

2011 წელი

“ბარსელონა”-“ნაპოლი” – 5:0

2014 წელი

“ბარსელონა”-“ნაპოლი” – 0:1

2019 წელი

“ბარსელონა”-“ნაპოლი” – 2:1

2019 წელი

“ბარსელონა”-“ნაპოლი” – 4:0

იცოდით?

  • დრის მარტენსი “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 122 გატანილი გოლით.
  • “ნაპოლიში” 10 ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოღებულია, მარადონას საპატივცემულოდ, მაგრამ სერია ც-ში ყოფნის დროს გამოყენებული იყო, რადგან სერია ც-ს წესდების მიხედვით, განაცხადში მყოფი 23 ფეხბურთელი, შესაბამისად 1-დან 23-მდე უნდა იყოს დანომრილი.
  • ირვინგ ლოსანო “ნაპოლის” ყველაზე ძვირი შენაძენია, მასში კლუბმა 42 მილიონი ევრო გადაიხადა.
  • “ნაპოლის” ლურჯი ფორმა ზღვის აღმნიშვნელია, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების, ყველაზე დიდი შემადგენელი ნაწილია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    07 აგვ 2020, 19:48

    ბარემ უეფას თასიდან თბილისის დინამომ რო გამოაგდო ორჯერ ისიც დაგეწერათ, სასიამოვნოა მაინც.

  • JUZI
    07 აგვ 2020, 18:52

    ნაპოლი კი არა ვინც არ უნდა იყოს, მთავარია მესიმ მოინდომოს.