მოგეხსენებათ, “ბარსელონა” პიერ-ემერიკ ობამეიანგით ინტერესდებოდა, თუმცა ეს გარიგება არ შედგა და ფეხბურთელი “არსენალში” დარჩა.
ტრანსფერებზე ორიენტირებულმა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ The Beautiful Game Podcast-ს განუცხადა: “გაბონელი “ბარსელონას” მსგავსი დიდი კლუბების ინტერესს ელოდება, თუმცა, ამ მომენტისთვის შემოთავაზებები არავის გაუკეთებია.”
დილით კი რომანომ საკუთარი Twitter-ის გვერდზე დაწერა: “არსენალი” დარწმუნებულია, რომ თუ “ბარსა” ობამეიანგს არ მიუბრუნდება, იგი დარჩება.”
შეგახსენებთ, “ლურჯ-ბროწეულისფერები” პიერ-ემერიკს ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად განიხილავდნენ.
მიმდინარე სეზონში 31 წლის მოთამაშემ, ყველა ტურნირის ეგიდით, 44 თავი 29 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მას 56 მილიონ ევროდ აფასებს, ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი კი 2021 წლამდე აკავშირებს.
უფასოდ მობრძანდეს ბატონო, დიდი სიამოვნებით დავხვდებით, ამას უკვე იმხელა ასაკი აქვს რომ ამაში ფულის გადახდა არ ღირს.
Iset saltos aketebs es cxoveli ro janmrteloba kai 2-3 sezonisa kidev aqvs.
ხოდა გაისად მოვიდეს უფასოდ, ორწლიანს გავუფორმებთ. საერთოდ ეს ხუთწლიანი კონტრაქტები ძალიან აზარალებს გუნდებს. გადაიხდი 100-150 მილიონს და კაცი ან ჰოსპიტალში გადადის საცხოვრებლად ან მოდანზე თავის ადგილს ვერ პოულობს. მერე იტყვის უეფა ფეირ პლეი-ო და ათასი ჯანდაბა. ფეხბურთელს ფეირ პლეი და გუნდს რა? დედიმისის? ხო შეიძლება კონტრაქტში იდოს პირობა, თუ ერთ წელიწადში ფეხბურთელი ვერ აჩვენებს თავის ძალას მაშინ გუნდმა უნდა შეძლოს მისი უმტკივნეულოდ მოცილება. რა გახდა ეს ვითომ სპორტსმენებზე ზრუნვა, გუნდების გაკოტრების ხარჯზე უნდა მოხდეს?