კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფრანგი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო Onze Mondial-თან გულწრფელ ინტერვიუს წერს.
“ბარსასთან” კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ ჩემი ფავორიტი კლუბია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასულს, თავში მიტრიალებდა, რომ ყველაფრის მოგება შემეძლო.
თავდაპირველად, თანაგუნდელები ხშირად მესაუბრებოდნენ, რომ ადაპტაციის პერიოდი გაემარტივებინათ. ენის ბარიერი რთული დასაძლევი აღმოჩნდა, თუმცა ფრანგი ბიჭები გვერდში დამიდგნენ.
როდესაც სავარჯიშოდ მოედანზე გავედი და სერხიო ბუსკეტსი დავინახე, რომელიც ბურთს ერთხელაც კი არ კარგავდა, შევცბი. ჩემი შეცდომების ფონზე, საკუთარი შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე.
თავს ვეკითხებოდი: შენ რატომ კარგავ ბურთს და ბუსკესტი არა?.. შემდეგ სხვა მოთამაშეების მოძრაობებს დავაკვირდი და შეჩვევა ვცადე.
მე რომ “ბარსას” მწრვთნელი ვიყო, რა თქმა უნდა, ჟერარ პიკეს საკუთარ თავს ვამჯობინებდი. ის დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, რამდენიმე მატჩში მეც უნდა მეთამაშა. ამ სეზონში მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი.
“ბარსელონაში” დარჩენა ბევრ რამეზეა დამოკიდებული – მწვრთნელზე, სახელმძღვანელო შტაბზე… თუმცა დარჩენა და 6 თვეში 3 მატჩში მონაწილეობის მიღება საინტერესო სულაც არაა. ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ, მეტი გამოცდილების მიღება მჭირდება”, – აცხადებს ტოდიბო.
Araa es biji gasashvebi.. am etapze uketesi arc aravin chans..
მართალია იმსახურებდა აშკარად როცა ათამაშეს მშვენივრად ითამაშა განსაკუთრებით ინტერთამ
Sheni natraki ar gaishvs arsad. Shalkes done ar xar jer da turme asnavnoishi piqes magivrad mis tavs daayenebda. Aseti smpaetavnebi ighupaven ampartavnobit karieras zustad. Imis magier ro araushavs tavdauzogavad vimushaveb da mainc viqnebi barsas ghirsio aman ukve gaixada varsklavad tavisi tavi.
ჩემი ფეხები დაიმსახურე. არაფერი მოთამაშე არ ხარ
მე მომწონს ეს ბავშვი, გამოცდილება მართლა აკლია მაგრამ მონდომებულია ტიპი.
ეს არ გაუშვან და ლენგლე გარსია არაუხო და უმტიტი თუ მოვა ჯანზე ვსო ძაან მაგარი დაცვა გვეყოლება