ოფიციალურად: ლა ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა

ოფიციალურად: ლა ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა

დღეს, 4 აგვისტოს, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. კლუბებს ტრანსფერების განხორციელება 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ. სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს დაიხურება.

“ბარსელონამ” უკვე გაიფორმა მირალემ პიანიჩი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, მატეუს ფერნანდესი და პედრი. კატალონიური კლუბი, ჯერჯერობით, არტურსა და მარკ კუკურელიას გამოემშვიდობა.

AS-ის ინფორმაციით, “ბარსას”, დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულში ნეტუ, სამუელ უმტიტი, ჟან-კლერ ტოდიბო, ნელსონ სემედუ, მუსა ვაგე, ივან რაკიტიჩი, რაფინია, ფილიპე კოუტინიო და მარტინ ბრეითუეიტი დატოვებენ.

მადრიდელი ჟურნალისტები ასევე იტყობინებიან, რომ “ბლაუგრანამ”, შესაძლოა, ხუან მირანდა, ორიოლ ბუსკეტსი, მატეუს ფერნანდესი და პედრი იჯარით გაუშვან.

იმავე წყაროს ცნობით, კატალონიურ გუნდს, შესაძლოა, “მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველი ერიკ გარსია, “ბაიერნის” უნივერსალი დავიდ ალაბა და “ინტერის” შემტევი ლაუტარო მარტინესი შეუერთდნენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    05 აგვ 2020, 10:06

    გრიმალდო და დესტი მოიყვანეთ თქვე ტუპოებო

  • JUZI
    05 აგვ 2020, 08:56

    დაიწყო სატრანსფერო ციებ-ცხელება და ჭორ-მართალი.

  • marco reus 11
    04 აგვ 2020, 23:45

    ალაბა რა მაგარი იყო , როგორ მევასებოდა. ფააააქ რა 3 წლის წინ 80 მილიონიანი კაცი იყო მინიმუმ რამოუვიდა

  • nikusha
    04 აგვ 2020, 22:48

    კუკურელიაც გაუშვეს ხეტაფეში ეგ იყო წელს ლალიგის სატრანსფერო გახსნა