8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ნაპოლის” უმასპინძლებს.
Sport-ის ცნობით, ჯენარო გატუზოს გუნდი რიგით მე-8 იტალიური გუნდი იქნება, რომელიც “კამპ ნოუს” ევროტურნირების ეგიდით ესტუმრება.
აქამდე ხსენებულ სტადიონზე “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” “მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “ფიორენტინა”, “ლაციო”, “რომა” და “უდინეზე” მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება 18 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გეგმები შეიცვალა.
უეჭველი უნდა მოვიგოთ.