workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უეინ რუნი: “ბარსელონასთან” ასე თამაში თვითმკვლელობას უდრიდა

უეინ რუნი: “ბარსელონასთან” ასე თამაში თვითმკვლელობას უდრიდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა სუპერვარსკვლავმა “ბარსელონასთან” წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალები გაიხსენა: თავის The Sunday Times-ის სვეტში უეინ რუნიმ სერ ალექს ფერგიუსონის მიდგომაზე ისაუბრა. 

“გუნდისთვის, როგორიც, მაგალითად, “რეალია”, რთულია თქმა: “მოედანზე გავალთ და ბურთს დავთმობთ”. ასევეა “იუნაიტედისთვისაც”. 

გვარდიოლას “ბარსელონასთან” ლიგის ორი ფინალი ისე წავაგეთ, რომ ვცდილობდით, მაღალი პრესინგი გვეთამაშა და მეტოქისთვის ბურთი აგვერთმია. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. 

მახსოვს, როგორ ამბობდა ალექს ფერგიუსონი: “ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედი” ვართ და ჩვენ შევუტევთ, ეს კლუბის კულტურის ნაწილია”, მე კი ვფიქრობდი: “ამაში ასე დარწმუნებული არ ვარ”.

ვფიქრობ, გულის სიღრმეში ყველა ფეხბურთელმა იცოდა, რომ ეს არასწორი მიდგომა იყო. ფაქტი იყო, რომ იმ გზიდან ვუხვევდით, რომელმაც 2008 წლის ნახევარფინალებში წარმატება მოგვიტანა. შედეგმაც არ დააყოვნა – ორივე შემთხვევაში დავიჯაბნეთ. 

ერთია, კლუბის ერთგული იყო, მატჩის შემდეგ იმაზე ფიქრი, რომ წააგე კი სხვა”.

“ბლაუგრანამ” “წითელი ეშმაკები” 2009 წელს 2-0, 2011 წელს კი 3-1 დაამარცხა. “იუნაიტედი” ამის შემდეგ ფინალში აღარ ყოფილა, “ბარსამ” კი ტიტულის მოგება 2015 წელს კიდევ ერთხელ მოახერხა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • njanka1977
    schedule 03 აგვ 2020, 19:00
    #5

    ამიტომაც დარჩა ფერგიუსონი დიდ მწვრთნელად და მანჩესტერიც დიდ გუნდად. ისევე როგორც არსენალი, რომელსაც არასდროს უკადრებია ავტობუსებით და ნაჯახებით თამაშის მოკვლა. როგორც მაგალითად ჩელსის, ან მაურინიოს გუნდებს. ან თუნდაც სიმეონეს ბანძ ტაქტიკებს თავისი ანტიფეხბურთული ატლეტიკოთი

  • Alien 👽
    schedule 03 აგვ 2020, 09:12
    #4

    9 weli da 1 liga😦

  • M10 S9 D11
    schedule 03 აგვ 2020, 07:00
    #3

    რაც 2011 წელს ბარსელონამ მანჩესტერს გაუკეთა ეს თამაში აკადემიებში უნდს აყურებინო ბავშვებს რო გაიგონ რა არის ნამდვილი ფეხბურთი

  • katalomia
    schedule 03 აგვ 2020, 01:08
    #2

    Mourinios kitxe aba rogor unda futbolis mokvla da shig sajarimoshi avtobusis parkireba. Gind realis trenerobis dros da gind manchesteris. Tavze unda daaxio mwvrtnelis licenzia mag shibaqs.

  • Datobioshock
    schedule 03 აგვ 2020, 00:32
    #1

    კი ყველამ იცოდით მარა მიდი და ფერგის ასწავლე რო არასწორად აკეთებს რაღაცას როგორი სათქმელია :))