“ბარსა ბ-ს” მიერ “საბადელის” ბარიერის გადალახვისა და სეგუნდა დივიზიონში დაწინაურების შემთხვევაში, კატალონიის “ბარსელონა” 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, თუმცა, სამწუხაროდ, სარეზერვო გუნდი, ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის დაკარგვის გამო, კლუბის მესვეურები ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვასა (გამოსყიდვის უფლების დატოვებით) და ამით 30 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავენ, შესაბამისად, “ბარსა” ფეხბურთელების იჯარით გაშვებას არ აპირებს.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა კატალონიელებს საკმაოდ ბევრი შემოთავაზება აქვთ – მონჩუთი “ვალენსია”, “ბეტისი” და “სასუოლო” ინტერესდებიან; ალექს კოლიადოს შეძენა “რეალ სოსიედადს” სურს; სერხიო აკიემეს კი ინგლისში ან საფრანგეთში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
გარდა ამისა, მსურველები იჯარით დაბრუნებულ მოთამაშეებსაც – ორიოლ ბუსკეტსს (“ტვენტედან”), ხუან მირანდას (“შალკედან”) – ჰყავთ. ასევე, შესაძლოა, “კამპ ნოუ” ხორხე კუენკამ, დანი მორერმა და ხანდრო ორელიანამ დატოვონ.
სავარაუდოდ, მონჩუს დააწინაურებენ
ფატი,არაუხო,პუჩი და როდრიგეს ხიმენესი, ეს უკვე 4 კაცია ახალგაზრდული გუნდიდან
მონჩუზე არაფერი მაქვს სათქმელი, მთელი სეზონი თავს არ ზოგავდა, მაგრამ დანარჩენებს სეგუნდაში გადასასვლელი საგზური მაინც უნდა მოეპოვებინათ
თუკი სეგუნდა ბ-ში თამაში არ სურთ, ვერავინ დააკავებს და გუნდმა მათ კარიერულ წინასვლაში ხელი არ უნდა შეუშალოს, ეს მარტივი არ იქნება, რადგან ლა მასია ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს ზრდის და ყველა მთავარ გუნდში ვერ მოხვდება სამწუხაროდ
თუკი ერთი ძლიერი ტაობა გამოდგა, რომელიც 7-8 ფეხბუღთელით მოამარაგებს ძირითად გუნდს, ან მეტით, მაშინ აღმოჩნდება, რომ დანარჩენები ამ თაობის წასვლას უნდა დაელოდონ, ან სხვა, ძლიერ გუნდებს მიაშურონ
ეგრე იყნოსა ტაგო ალკანტარამ და საკმაოდ წარმატებული კარიერა გამოუვიდა
რომ არა უეფა და მსაჯები, დადებდა რეალს ბეჭებზე და ლიგასაც მოიგებდა, დანარჩენი კიდევ ბაიერნში ყველაფერი მოიგო
კუენკა ნიჭიერი იყო, დაიკარგა, ტელოც და ბარტრაც, დეულფეოც, სამპერიც… გრიმალდო ასე თუ ისე თამაშობს ნორმალურ დონეზე
ამიტომ სწორედ უნდა შეაფასონ სიტუაცია და თუ ეიმედებათ ტავი, იბრძოლონ მტავარ გუნდში მოსახვედრად, თუ ვერა და დროზე წავიდნენ და კლუბსაც ასარგებლონ
მიდი ბართუშ ბარსა ბ კი არა მთელი კლუბი გაყიდე მიდი
Imena mavnebelia tipi.
ბარემ მთელი ბ გუნდი გაყიდეთ
რაო?? ესენი შეშინებულები ხოარარიან?
დამბლოკავენ ბოლოს რაფერ არ ვაგინო ახლა ბართომეუს