“ბარსელონა“ ლაუტაროს არ ეშვება, არგენტინელი კვლავ რჩება „ბარსას“ სატრანსფერო პრიორიტეტად. მის პოზიციაზე ლუის სუარესი თამაშობს, ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ისტორიაში, მესამე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ურუგვაელმა ბოლო ორ სეზონში, ორი ოპერაცია გაიკეთა, ასაკიც თავისას შვება და ფაქტია, რომ სუარესს შემცვლელი სჭირდება.
თავად ურუგვაელი ჯერ კიდევ სამი წლის წინ თხოვდა ხელმძღვანელობას, რომ მისი შემცვლელი მოეყვანათ, ლუისი ითხოვდა ახალგაზრდა ფორვარდს, რომელიც მისგან ისწავლიდა და საჭირო დროს ჩაანაცვლებდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ, როგორც ყოველთვის, საჭირო რჩევა არ გაითვალისწინა.
როგორც ცნობილია, „ბარსამ“ „ინტერს“ ჟუნიორ ფირპო და 40 მილიონი ევრო შესთავაზა ლაუტაროს სანაცვლოდ. ამ დროისთვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როგორც ითქვა, ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, საბოლოოდ გაირკვევა ტრანსფერი შედგება თუ არა, აქამდე „ინტერი“ ბევრჯერ ეცადა, რომ ლაუტაროსთან ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ ფეხბურთელი უარს ამბობს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას „ბარსაში“ თამაში სურს, „ინტერს“ კი მისი გაყიდვა მოუწევს.
„ბარსა“ 12 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, დიდი ალბათობით ყველას ვერ გაყიდის ერთი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მით უმეტეს მაშინ, როცა პანდემიამ ყველა წამყვანი კლუბი ფინანსურად აზარალა, მაგრამ „ბარსა“ მაინც შეძლებს ტრანსფერებიდან იმ თანხის შეგროვებას, რომ „ინტერის“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
გარემარბებს კი სერიოზული კონკურენცია მოუწევთ, ლაუტარო და სუარესი ერთი პოზიციისთვის იბრძოლებენ, უიშვიათეს შემთხვევებში, შესაძლებელია ერთადაც ვიხილოთ მოედანზე, მესი ხელშეუხებელია, ხოლო დარჩენილი ერთი პოზიციისთვის, დემბელეს, გრიზმანს, ანსუ ფატის და ტრინკაოს მოუწევთ ბრძოლა. აი ბრეითუეიტს ურჩევნია სწრაფად წავიდეს „ბარსადაც“, რადგან თამაშის შანსი არ ექნება.
ამ მოცემულობით, არ არის გამორიცხული, რომ „ბარსამ“ დემბელე ან გრიზმანი გაყიდოს, ან რომელიმე სატრანსფერო ოპერაციაში ჩართოს, ასეთი რანგის ოპერაცია კი მხოლოდ ნეიმარის ტრანსფერია.
გუშინ „ინტერმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა, ლაუტარომ კი გაუტანა გუნდს, რომელიც სულ მალე „ბარსას“ პირისპირ წარსდგება.
[media=https://www.youtube.com/watch?v=Gzcn5b5iLXU]
40 მლნ და ფირპო ზემოდან იდეალური ფასია + ასაკი + გამოცდილება კლუბსა და ნაკრებში + რა გოლი გაუტანა ნაპოლის
მევასება ლაუ ბებერსონა))
იმედია მოვა ბარსას ოჯახში✌🏻
იმენა ხარია ტიპი
თუ სუარესი არ წავა მაშინ ამის მოყვანა სისულელე იქნებოდა გრიზმანი და სუარესი ფორვარდებად მარცხნივ დემბელე ფატი მარჯვნივ მესი ტრინკაო ექვსი შემტევია გუნდში და საჭირო არაა ტყუილად ფულის გადაყრა
ვსიო 10 თამაშში 1 გოლი ძლივს გაუვარდა და ატეხეს ისევ ამბავი მოაშორეთ აქედან ეს ძალათ ცხრიანი არაფერში არ სჭირდება ეს ბარსას
არ გამოვა ამისგან კარგი ცხრიანი. ათი თამაში 1 გოლი.
ნაპოლს რა ტენა❤❤❤❤❤❤
Uechveli unda movides es gamogvadgeba
დარჩეს სადაც არის