workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ინტერვიუ

მესის ინტერვიუ

ლიონელ მესიმ ინტერვიუ მისცა შვეიცარულ გაზეთ “Tages Anzeiger”-ს. მან ისაუბრა მოახლოვებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, სათამაშო ფორმასა და იმაზე, თუ რისი დამახსოვრება სურს ამ სეზონიდან. ლიონელ მესი მოსფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მან 5-ჯერ მოიგო ლა ლიგა და უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ფინალში. პირველ ორში მან გამარჯვება იზეიმა.

 

– ლიონელ, თქვენ ახლა “ბარსელონას” ღირსებას იცავთ და მოიგეთ ეროვნული ჩემპიონატი 2 ტურით ადრე. არის თუ არა ეს იმის საბაბი, რომ 100%–ით კონცენტრირებულნი იყოთ ფინალზე? 

 

– ყოველთვის ძალიან კარგია, როდესაც ჩემპიონი ხდები რამდენიმე ტურით ადრე, მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აღარ გიწევს ნერვიულობა და 100%–ით ემზადები მომავალი შეხვედრისთვის, მხოლოდ შენ შედეგებზე ხარ დამოკიდებული. რადგან ფინალს მივაღწიეთ, ესე იგი, ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ფოკუსირებას მთლიანად “უემბლის” ფინალზე ვახდენთ.

 

– ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ 1/2 ფინალური ბატალიები მადრიდის “რეალთან” ფინალის ტოლფასი იყო. გერჩივნათ თუ არა, რომ მადრიდელები მართლაც ფინალში შეგხვედროდნენ? 

 

– ჩემთვის მნიშნველობა არ აქვს მეტოქეს. 28–ში იქნება ოცნების ფინალი, სადაც ჩვენ დავუპირისპირდებით “მანჩესტერ იუნაიტედს”. ახლა “წითელი ეშმაკები” და “ლურჯ–ბროწეულისფერები” ერთ დონეზე არიან. ისინი ძალიან ძლიერები არიან და დარწმუნებული ვარ მხოლოდ ჩვენი შეტევების ჩაშლით არ დაკავდებიან, როგორც ეს “რეალმა” ქნა. ისინი შემოგვთავაზებენ თავიანთ თამაშს, სწორედ ამიტომ ულამაზესი ფინალის მომსწრენი გავხდებით.

 

– არის თუ არა “მანჩესტერისთვის” უპირატესობა “უემბლიზე” ასპარეზობა?

 

– მართალია მათ იმდენი ფანი არ ეყოლებათ “უემბლიზე” რამდენიც “ოლდ ტრაფორდზე”, თუმცა მცირედი უპირატესობა მაინც ექნებათ. ჩვენი გუნდი იმდენადაა მომზადებული, რომ მნიშნველობა არ აქვს სახლში ვიქნებით თუ სტუმრად. ვაპირებთ გამოვიდეთ და საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ.

 

– თქვენ უამრავ ქვეყანაში გაიტანეთ გოლი, თუმცა არა ინგლისში. იქნება თქვენთვის გამოწვევა “უემბლი”? 

 

– ნუთუ მართლა არ გამიტანია ინგლისში? მოიცადეთ დავფიქრდე… თქვენ მართალს ბრძანებთ. არასდროს გამიტანია ამ ყვეყანაში გოლი, თუმცა ეს უბრალოდ დამთხვევაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გოლით დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში. ერთი რამ იცოდეთ, თუ გოლს ვერ გავიტან და თასი ჩვენ დაგვრჩება, მაინც უზომოდ ბედნიერი ვიქნები.

 

– ეს თქვენთვის მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ისეთივე მნიშნველოვანია, როგორც პირველი? 

 

– რა თქმა უნდა. ჩემპიონთა ლიგა ისეთივე მნიშვნელოვანი ტურნირია, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატი. აქ ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყრიან თავს. “ბარსაც” და “მანჩესტერიც” ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ ტაქტიკური შეცდომები არ ექნება არცერთ მხარეს.

 

– რას ფიქრობთ “მანჩესტერზე”?

 

ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ ამ გუნდში. უძლიერესები იყვნენ პრემიერ ლიგაში და დაეუფლნენ კიდეც თასს. მე ვუყურე მათ 1/2 ფინალურ შეხვედრებში და გამაოგნებელი შედეგები აჩვენეს. “შალკე” ,რომელმაც დაამარცხა “ვალენსია” და “ინტერი”, უშანსოდ დარჩა “მანჩესტერ იუნაიტედთან”. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს.

 

– რომელი ფეხბურთელი მოგწონს “მანჩესტერიდან”?

 

– და რომელი არ მომწონს? მათ ისეთივე კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორიც “ბარსელონას”.

 

– ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) მექსიკიდან 10 მილიონზე ნაკლებად წამოიყვანეს ინგლისში. მან 13 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და 4 ჩემპიონთა ლიგაზე. რას ფიქრობთ მის განვითარებაზე? 

 

ის ერთ–ერთი მიზეზია “მანჩესტერის” წარმატებისა. “იუნაიტედში” გადასვლამდე მასზე ბევრი რამ ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ ახლა იგი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. მასში უდიდეს პოტენციალს ვხედავ, რომელიც მომავალში გაიბრწყინებს.

 

 

– არიან “იუნაიტედში” ისეთ ფეხბურთელები, რომლებიც შეეწყობიან “ბარსას”?

 

– პირველ რიგში ჩიჩარიტოს ვიტყვი. იგი საუბრობს ესპანურად და ფლობს შესანიშნავ სათამაშო სტილს. არასდროს იცი რას მოიმოქმედებს, სწორედ ამიტომ შესანიშნავად შეეწყობა “ბლაუგრანას”. უიეინ რუნი სულ სხვა შემთხვევაა. რუნის შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ითამაშოს. მას დებიუთი ჰქონდა “ევერტონთან” მაშინ, როცა იყო 16 წლის. დარწმუნებული ვარ იგი ადვილად მოერგებოდა ესპანეთს.

 

– რას ფიქრობთ სერ ალექს ფერგიუსონზე, რომელიც 1986 წლიდან სათავეში უდგას “მანჩესტერს და მოიგო 12 ეროვნული ჩემპიონატის ტიტული და 2 ჩემპიონთა ლიგა?

 

– მას უბრალოდ უყვარს თავის საქმე. თუ მწვრთნელობას აპირებ უნდა დაემსგავსო სერ ალექსს, რომელიც წლებია ერთ გუნდს უდგას სათავეში, იგევს უფრო და უფრო მეტ ტიტულს და ავითარებს სათამაშო სტილს ყოველ წელს. ჩემი აზრით, გვარდიოლა არის საუკეთესო ახალგაზრდა მწვრთნელი, ხოლო ფერგიუსონი უდავოდ საუკეთესო, ასაკოვანი მწვრთნელი. (გვარდიოლა – 40 წლის, სერ ალექსი – 70 წლის).

 

– თქვენ მხოლოდ 23 წლის ბრძანდებით და უვკე მოიგეთ 5 ლა ლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგა, ახლა კი მესამესთვის იბრძვით. რას ფიქრობთ, რამდენი ტიტულის მოგებას შეძლებთ თქვენს კარიერაში?

 

– მარტივი პასუხი არის: იმდენს, რამდენსაც შევძლებ. სახლში ჯდომით ვერაფერს მივაღწევ, ეს ყველაფერი მრავალწლიანი შრომის შედეგია და სანამ ძალა შემწევს, შევეცდები მოვიგო ტიტულები. არ მიყვარს მომავლის ჭვრეტა, ამიტომაც ვტკბები აწმყოთი, იმიტომ, რომ ვთამაშობ ჩემს საყვარელ, გასაოცარ გუნდში.

 

– 2 წლის წინ გაიტანეთ 38 გოლი, წინა წელს 47, ხოლო წელს 50. რაშია საქმე?

 

– მე ახლა ბევრად გამოცდილი ვარ, ვიდრე 2 წლის წინ ვიყავი. ვსწავლობდი უამრავი სიტუაციიდან თავის კარგად დაძვრენის საშუალებას, შემდეგ კი სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. მე შევიცვალე ამ წლების მანძილზე. ასევე ვთამაშობ არანორმალური თვითდაჯერებით, წინააღმდეგ შემთხვევეში დიდი ფსიქოლოგიური მინუსი მექნება ყოველ თამაშში. მატჩების განმავლობაშ უამრავი გიჟური იდეა მომდის თავში, რომელის რეალიზების შემთხვევაშიც თავს ამაყად ვგრძნობ.

 

– თქვენი აზრით, რომელია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესი: პელე, მარადონა თუ მესი?

 

– მე არ ვიცი რატომ უნდა შემადარონ პელეს და მარადონას. ისინი საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ და ჰქონდათ საუკეთესო შედეგები ეროვნულ ნაკრებებში. ეს ის არის, რაც მე ამ დროისთის მაკლია, თუმცა ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეადარო სხვადასხვა ეპოქაში მოთამაშე ფეხბურთელები. მე არ ვცდილობ, რომ მომავალში მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მაღიარონ. თუმცა თუ 50 წლის შემდეგ გამიხსნებენ, როგორც “ბარსელონას” ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს, მე ამით ვიამაყებ.

 

– გაოცებული ხართ, თუ არა იმით, რომ კრიშტიანო რონალდოც ძალიან ბევრ გოლს იტანს?

 

– ნამდვილად გაოცებული ვარ კრიშტიანო რონალდოს შოუებით. სწორედ მისი წყალობით მიაღწია “რეალმა” წარმატებას ყველა ფრონტზე, თუმცა “კლასიკოებზე” თავისი პოტენციალი ბოლომდე ერ გამოავლინა, რადგანაც მადრიდელები შეტევით ფეხბურთს არ თამაშობდნენ. ლა ლიგის ბოლო თამაშებში გამაოგნებელი შედეგი აჩვენა. მეგონა “პიჩიჩი” ჩემი იქნებოდა, მაგრამ პორტუგალიელი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

 

– არის თუა რა დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე?

 

– დიახ. დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და დიდი გამოცდილება შევიძინეთ პარტნიორობისა. გვყავს მსოფლიოში საუკეთესი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც კლუბს ძალიან კარგად იცნობს და ასევე გვყავს ფეხბურთელები საკუთარი კანტერადან. მას საუკეთესო სურს კლუბისთვის და არა საკუთარი თავისთვის. იგი ზნეობის მაგალითია.

 

– რას ნიშნავს “ბარსელონასთვის” სეზონის უტიტულოდ დასრულება?

 

– შეუძლებელია მომავალზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ “ბარსელონა” ერთ მუშტად შეკრული გუნდია. ეს შედეგი მოგვცა ჩვენმა ახალგაზრდულმა აკადემიამ და ტრანსფერების სწორმა პოლიტიკამ. ჩემი აზრით, ყველა ტიტული, რაც მოვიგეთ, არის დამსახურებული და ყველანაირი წინაპირობაა იმისათვის, რომ მომავალშიც იგივე საქმის კეთება გავაგრძელოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward