2009 წელი, 27 ივლისი, “კამპ ნოუზე” კლუბის ახალწვეულის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია ტარდება, რომელსაც 60 000 გულშემატკივარი დაესწრო. “ბარსელონას” ისტორიაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.
დღეს, იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაციიდან 11 წელი გავიდა. ზლატანის კატალონიური კარიერა მალევე დასრულდა, თუმცა ის 38 წლის ასაკში დღესაც მაღალ დონეზე ასპარეზობს (“მილანში”).

შვედი ფეხბურთელის ტრანსფერზე დიდი მითქმა-მოთქმა სამუელ ეტო’ოს გაშვებას მოყვა. “ბარსელონას” მხოლოდ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი არ გაუშვია, არამედ დაიმატა ზლატანი, რომელსაც კამერუნელზე უფრო კონფლიქტური ხასიათი ჰქონდა. ეტო’ო ყველაფერთან ერთად შრომისმოყვარე გახლდათ, მაგრამ იგი არ იყო მზად გვარდიოლას მეთოდებთან ადაპტირებისთვის, რაც ლიონელ მესის ირგვლივ იყო აწყობილი.
2010 წელს იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონა” მაისურით უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა და მისი კატალონიური კარიერაც დასრულდა, ზლატანმა “ბლაუგრანაში” 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და მოიგო 5 ტიტული.
“ბარსელონას” ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი დღეს სიმბოლურად მის ყველაზე გამორჩეულ გოლს გვახსენებს, რომელიც იბრაჰიმოვიჩმა “რეალის” კარში გაიტანა:
🔙 2009
Today marks 1️⃣1️⃣ years since the presentation of @Ibra_official!
💙❤️ Relive ALL his goals as a Blaugrana on Barça TV+
🍿 https://t.co/XlKGdrK0o0
🤔 Which one is your favorite? pic.twitter.com/3x25Q1av1T— FC Barcelona (@FCBarcelona) July 27, 2020
ეს არ ბერდება მემგონი, ჯულიეტა ვაშაყმაძესავით არის 😁 😁 😁
Kaci legenda umagrsesi forvardi 👑👑👑
რა დაუშვა, უკეთ შეიძლებოდა ამის გამოყენება უბრალოდ გვარდიოლას თავისი წიკები ქონდა და აქ