პედრი გონსალესი ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც “ბარსელონამ” გასულ წელს გაიფორმა და ერთი წლით “ლას პალმასში” დატოვა. 17 წლის ტალანტი Sport-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.
“ბლაუგრანაში” პრესეზონის გატარება გამოცდა იქნება?
მსურს, ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მოვირგო და ჩემი შესაძლებლობები ყველას ვაჩვენო. კლუბში დასარჩენად ძალებს არ დავზოგავ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვარჯიშს ხვალვე დავიწყებდი. ვოცნებობ, რომ კატალონიურ კლუბში წარმატებას მივაღწიო.
დიდი ენთუზიაზმის გარდა, რას შემატებს პედრი “ბარსელონას”?
ვფიქრობ, კატალონიელთა წესებს კარგად მოვერგები, რადგან მათი სათამაშო სტილი მაქვს. ეჭვგარეშეა, რომ რაღაც ღირებულის გასაკეთებლად თავს არ დავზოგავ. თამაშში სულსა და გულს ჩავაქსოვ და რაც მოხდება, მოხდება.
რას იზამ, თუ ისევ იჯარა მოგიწია?
მთავარია, სათამაშო დრო მქონდეს. გერმანიის ტოპ კლასის გუნდებისაგან ბევრი შეთავაზება მომივიდა. ამ კლუბებს სჯერათ, რომ კარგ გამოცდილებას მივიღებ. თუ “ბარსა” ხედავს, რომ სათამაშოდ მზად არ ვარ, საუკეთესო ვარიანტი იჯარის წესით წასვლაა.
“ელ კლასიკოში” თამაში წარმოგიდგენია?
ყველა თამაშისაგან სიამოვნებას ვიღებ, რომლებსაც ვუყურებ, თუმცა “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება ნამდვილი სპექტაკლია, რომელსაც თვალს მსოფლიოს ყველა წერტილიდან ადევნებენ.
“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელების პოტენციალი ხომ არ გაშინებს?
საერთოდაც არა. პირიქით, სასიამოვნოა, როდესაც გვერდით ასეთ მაღალი კლასის ფეხბურთელები გყავს. ვუყურებთ პუჩის, ანსუ ფატის და ვხედავთ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. ვფიქრობ, მათ გვერდით განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს.
არანაირი იჯარა პირველ გუნდში უნდა ათამაშონ
პედრი დეიონგი პუჩი უნდა იყოს მონიმუმ 10 წელი ბარსას ნახევარდაცვააა🙂❤