ფინალში “ბარსა ბ-ს” მეტოქე ცნობილია

ფინალში “ბარსა ბ-ს” მეტოქე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ იმ გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომელიც სეგუნდა დივიზიონში გადასასვლელად “ბარსა ბ-ს” გადამწყვეტ მატჩში დაუპირისპირდება.

ფლეი ოფის ფინალში, რომელიც კვირას გაიმართება, ახალგაზრდა კატალონიელების მეტოქე ასევე კატალონიური “საბადელი” იქნება. თამაში თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

“საბადელმა”, ესპანეთის მე-3 დივიზიონის მე-3 ჯგუფში, “ბარსა ბ-ს” მსგავსად, 28 ტურში 49 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების გამო, კატალონიელებს ჩამორჩა და მე-3 ადგილი დაიკავა.

ფლეი ოფში, ორივე ეტაპზე, კატალონიურმა გუნდმა ორივე თამაში თერთმეტმეტრიანების წყალობით მოიგო – 1/4-ფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” სარეზერვო გუნდთან და 1/2-ფინალში “კულტურალ ლეონესასთან”.

მიმდინარე სეზონში, “ბარსა ბ-მ” და “საბადელმა” ერთი თამაშის ჩატარება მოასწრეს. ოქტომბერში, გარსია პიმიენტას გუნდმა, საკუთარ კედლებში, 1-0 იმარჯვა. გოლი გუნდის კაპიტანმა, მონჩუმ გაიტანა.

ამ გუნდებს შორის სულ 51 შეხვედრაა გამართული. უპირატესობა “ბარსა ბ-ს” აქვს – 26 მოგება, 11 ფრე, 14 წაგება, 88 გატანილი და 61 გაშვებული გოლი. უკანასკნელი 3 თამაში “ბარსას” მოგებით დასრულდა, “საბადელმა” კი ბოლოს 2016 წელს მოიგო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • Writer
    24 ივლ 2020, 12:09

    ციტატა: Mes cue un club 1899
    ისე კარგი იქნებოდა ლინკი რო ჩააგდოთ ხოლმე


    მარტო ბარსა ტვ აჩვენებს

  • Mes cue un club 1899
    24 ივლ 2020, 12:04

    ისე კარგი იქნებოდა ლინკი რო ჩააგდოთ ხოლმე

  • Don_Andresito
    24 ივლ 2020, 12:00

    არადა ფატი-ფუენტეს დუეტს შეტევაში, შუაში მანაი, ნახევარდაცვაში პუჩი მორიბა მონჩუ რა კარგი ტრიოა, იქ არაუხო დაცვაში და მშვენიერი გუნდი იქნებოდა მარა ბართომეუმ სეტიენის ხელით არაო.. იყავით სადაც ხართო