workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბო, ალენია, კოუტინიო… რა ბედი ელით “ბარსას” განათხოვრებულ მოთამაშეებს?

ტოდიბო, ალენია, კოუტინიო… რა ბედი ელით “ბარსას” განათხოვრებულ მოთამაშეებს?

“ბარსელონას” შემადგენლობას ეკუთვნის 8 ფეხბურთელი, რომელმაც 2019/20 წლების სეზონი იჯარით სხვა კლუბებში გაატარა. კატალონიური რადიო RAC1-ის ცნობილი ჟურნალისტი ჟერარ რომერო ამ მოთამაშეების მომავალთან დაკავშირებით “ბარსას” გეგმებზე საუბრობს. 

კარლეს ალენია: “ბეტისიდან” დაბრუნების შემდეგ 22 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” აღარ დატოვებს. 

ხუან მირანდა: ესპანელი მარცხენა მცველი, რომელიც ბოლოს “შალკეს” რიგებში გამოდიოდა, მომდევნო სეზონში თამაშის პრაქტიკას ლა ლიგის რომელიმე კლუბში მიიღებს. 

რაფინია: “ბარსელონას” მისი შენარჩუნება აღარ სურს – ბრაზილიელი კლუბს საბოლოოდ დატოვებს. მოსალოდნელია, რომ მისი ტრანსფერი სერია ა-ში ან პრემიერ ლიგაში შედგება. 

ორიოლ ბუსკეტსი: 21 წლის ნახევარმცველი, რომელმაც “ტვენტე” უკვე დატოვა, ერთი სეზონით პრიმერა დივიზიონის რომელიმე კლუბს შეუერთდება. 

ჟან-კლერ ტოდიბო: მოსალოდნელია, რომ “ბარსელონა” ფრანგ ცენტრალურ მცველს აღარ დაიბრუნებს. მისი ტრანსფერის მსურველები ინგლისში უკვე გამოჩნდნენ. 

მუსა ვაგე: ამ შემთხვევაშიც ტრანსფერი ივარაუდება. სენეგალელი მარჯვენა მცველი, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. 

ფილიპე კოუტინიო: “ბარსელონა” ბრაზილიელი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებს და “ბაიერნის” შემდეგ პრემიერ ლიგაში გაანათხოვრებს. 

ემერსონი: ბრაზილიელი მცველი ჯერ “ბარსას” წევრი ოფიციალურად არაა და იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ტრანსფერს ან იჯარას მოისურვებენ, მის ამჟამინდელ კლუბს, “ბეტისს”, 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 ივლ 2020, 04:39
    #3

    ემერსონი, ალენია, ტოდიბო, პედრი. ყველა დასაბრუნებელია

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივლ 2020, 00:27
    #2

    ტოდიბო დააბრუნეთ დალშე ყველა გასაყიდია

  • nikusha
    schedule 23 ივლ 2020, 00:06
    #1

    ძალიან კაი გამიხარდა ეს ძალიან მომეწონა ალენიაზე