workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: ”ფინალში ”მანჩესტერი” გაიმარჯვებს”

ვენგერი: ”ფინალში ”მანჩესტერი” გაიმარჯვებს”

ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი აზრი გაგვიზიარა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ, სადაც ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაიპირისპირდება.

”მე ”ბარსელონაზე” არ დავდებდი, რადგან ვაკვირდები მათ თამაშს ბოლო სამი კვირის განმავლობაში. მათი დამარცხებისთვის უკეთესი მომენტი აღარ იქნება. ”ბარსელონას” ფეხბურთელები დაღლილები არიან, ფიზიკურად გამოცლილები, ხოლო ”მანჩესტერი” ფორმის პიკზეა. არ მგონია, რომ კატალონიელებს ეს დრო ძალების აღსადგენად ეყოთ. ფინალში ”მანჩესტერ იუნაიტედზე” დავდებ ფსონს.

ყველამ იცის, რომ ”ბარსელონა” ბურთს 70% ფლობს, ამიტომაც ”მანჩესტერს” დარჩენილი 30%-ის მაქსიმალურად გამოყენება მოუწევს. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ფერგიუსონის გუნდი საკუთარ ფეხბურთს არ ითამაშებს და არ გაიმეორებს რომის ფინალში დაშვებულ შეცდომებს” – განაცხადა ვენგერმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward