“ბარსელონას” 17 წლის ტალანტი, ანსუ ფატი, აკადემიის უბრალო პროდუქტი არ გახლავთ, მას საკმაოდ დიდი მომავალი აქვს.
ფატიმ ლა ლიგის სეზონი 7 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაასრულა, ფეხბურთელმა 24 შეხვედრა ჩაატარა.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ჩემპიონატის ზოგიერთმა დიდმა ვარსკვლავმა.
- ანსუ ფატი – 7 გოლი
- ჟოაო ფელიში (“ატლეტიკო”) – 6 გოლი
- ინიაკი უილიამსი (“ბილბაო”) – 6 გოლი
- დიეგო კოსტა (“ატლეტიკო”) – 5 გოლი
- ვინისიუსი (“რეალი”) – 3 გოლი
- გარეთ ბეილი (“რეალი”) – 2 გოლი
- ედენ აზარი (“რეალი”) – 1 გოლი
ცნობისთვის, ჩამოთვლილი ფეხბურთელების შეძენა, მათ ამჟამინდელ გუნდებს, დაახლოებით 450 მილიონი ევრო დაუჯდათ.
17 წლის ასაკისთვის იდიალური შედეგია მთავარი ახლა ის არის რომ ასაკის მატებასთან ერთათ უფრო და უფრო მოუმატოს შედეგიანობას და მოცემულ მომენტში ლიდერის ფუნქციებიც იტვირთოს რაც წესით არ უნდა გაუჭირდეს მისი ფორმის და პოტენციალის გათვალისწინებით, ასევე თანაგუნდელების დახმარებითაც…
ვინისიუსი ვარსკვლავი არ არის და არც იქნება კიდე რამდენიმე წელი
ძაან მაგარი სადებიუტო სეზონი ჩაატარა მესისაც არ ჰქონია ამდენი გოლი სადებიუტო სეზონში გატანილი მესის არ ვადარებ არანაირად მარა იმედია ასე განაგრძობს პროგრესს ანსუ და უფრო მოუმატებს
მაგას არ სჯობს სჰტეგო გავყიდოთ და კარიერა დასრულებული დიდა მოვიყვანოთ?:D
ანსუმანე მომავალი სეზონიდან გააორმაგებს როგორც გოლებს ისე თამაშის ხარისხს უდიდესი ზე ტალანტია ბიჭი მადლობა ვალვერდეს ამის წამოწევისთვის და სეტიენს ამას რო დროს უთმობს პუჩისთან და არაუხოსთან ერთად მადლობა დემბელესაც საავადმყოფოს ექვსკურსიისთვის რის გამოც ფატიმ მიიღო შანსი …(აქ არაფერ შუაშია მარა ვალვერდეს ფიზ მომზადების ბრალი თუა დემბელეს უგუნურობა ფატი მამიდას რატო არ ჭირს მსგავსი ისიც ხო მოხვდა ვალვერდეს ხელში მან წამოწია პირველმა) იმედია დაგვეხმარებიან ორივე ლიგაზე ვუსურვებ დემბელესაც ფორმაში შესვლას
ანსუ გავყიდოთ და ადურისს ვთხოვოთ, იქნებ 1-2 სეზონიც დარჩეს 🤗 ბარემ ტრადიციად რო დავნერგოდ ასეთი *** პოლიტიკა
Momaval sezonshi gaaormagebs an ufro mets gaitans. Vamooos Ansu ❤