ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბარსელონამ” “ალავესი” 5-0 გაანადგურა, შეხვედრის მე-4 გოლი კი ნელსონ სემედუმ გაიტანა.
პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა, ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებაში, პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა. ის “ბარსას” მე-18 ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა. Opta-ს ცნობით, კატალონიელებს ასეთი შედეგი მინიმუმ 1998/99 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონიათ.
ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშებაში, “ბარსელონას” მხრიდან გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს:
- ლიონელ მესი – 25
- ლუის სუარესი – 16
- ანტუან გრიზმანი – 9
- არტურო ვიდალი – 8
- ანსუ ფატი – 7
- არტური – 3
- კლემან ლანგლე – 2
- ჟორდ ალბა – 2
- სერხიო ბუსკეტსი – 2
- ფრენკი დე იონგი – 2
- ჟერარ პიკე – 1
- სერჟი რობერტო – 1
- ჟუნიორ ფირპო – 1
- ივან რაკიტიჩი – 1
- უსმან დემბელე – 1
- მარტინ ბრეითუეიტი 1
- კარლეს პერესი – 1
- ნელსონ სემედუ – 1
აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარსელონას” პირველ გუნდში მხოლოდ 19 ფეხბურთელია დარეგისტრირებული. მეკარეების, ტერ შტეგენისა და ნეტუს გარდა, ლა ლიგა უგოლოდ მხოლოდ სამუელ უმტიტიმ ჩაამთავრა.