workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატი. ბოლო ტურში “მალაგამ” უმასპინძლა “ბარსელონას” და შეხვედრა 1:3 დათმო. გოლები ბოიან კრკიჩის, იბრაჰიმ აფელაისა და მარკ ბარტრას ანგარიშზეა. რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ.

 

ბოიან კრკიჩი: “ამ მატჩს არანაირი მნიშნველობა არ ჰქონდა, ამიტომაც სიამოვნებისთვის ვიასპარეზეთ. ძალიან გახარებული ვარ ჩემი თამაშით და ბედნიერი მივდივარ აქედან. ჩემი ერთადერთი სურვილი არის გუნდს დავეხმარო გადამწყვეტ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში მრავლადაა ტრავმები, გუნდი მაინც ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნამდვილად არ ვიცი ვითამაშებ თუ არა “უემბლიზე”, თუმცა მზად ვარ ნებისმიერ მომენტში გავიდე მინდორზე და გავიღო ყველაფერი”.

 

ხოსე მანუელ პინტო: “ჩვენ დავამყარეთ რეკორდი გასვლით მატჩებში მოგებების თვალსაზრისით (14 მოგება). ესეც კიდევ ერთი ისტორიული ჩანაწერი. ახლა მთლიანად გადართულები ვართ “უემბლის” ფინალზე. სრული დატვირთვით ვმუშაობთ და ძალიან მხნედ ვართ. ნამდვილად არაფერი გვქონდა დასაკარგი ამ მატჩში არც ჩვენ და არც “მალაგას”, თუმცა მაინც გახარებული ვარ გამარჯვებით. “უემბლიზე” ფიზიკურად არ ვიქნები მოედანზე, თუმცა სულიერად მე–12 ფეხბურთელი ვიქნები”.

 

მარკ ბარტრა: “ძალიან ბედნიერი ვარ. მე დავეხმარე გუნდს და დავამყარეთ რეკორდი სტუმრად გამარჯვებების რაოდენობით. ძალიან მიხაროა, რომ გოლის გატანა შევძელი. ტაქტიკა ისეთივე იყო, რომლითაც “ბარსა ბ” ასპარეზობს. პირველი გოლის გაშვებისას ცოტა ავირიეთ, თუმცა შემდეგ დავლაგდით და საბოლოო ანგარიში 1:3 დავაფიქსირეთ ტაბლოზე”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward