ვან გაალი, კოუტინიო და იდენტობის დაკარგვა: “ბარსელონას” 5 საშინელი შეცდომა ამ საუკუნეში

ვან გაალი, კოუტინიო და იდენტობის დაკარგვა: “ბარსელონას” 5 საშინელი შეცდომა ამ საუკუნეში

21-ე საუკუნეში “ბარსელონა” ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი დომინანტი ძალა გახლდათ – 34 მოგებული ტიტული, ეს რიცხვი ყველაფერს ამბობს. მიუხედავად ამისა, მენეჯმენტმა საკმაოდ ბევრი საშინელი შეცდომაც დაუშვა. გთავაზობთ, საუკუნის 5 საშინელ შეცდომას, რომლების გონებიდან ამოღებას კატალონიელები მუდამ შეეცდებიან. 

5. ლუი ვან გაალის მეორედ მოყვანა 

“ბარსელონას” გულშემატკივარი ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ მადლიერები იქნებიან ლა ლიგის ტიტულებისთვის, რომელიც ვან გაალმა 1997/1998 და 1998/1999 წლებში მოიგო. ასევე იმისთვის, რომ მან დებიუტის საშუალება მისცა ისეთ მომავალ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ვიქტორ ვალდესი, თუმცა მისი მეორედ დანიშვნა სრული არეულობის მომტანი გახდა. 

რივალდო, რომელმაც გასულ სეზონში 36 გოლი გაიტანა, გუნდიდან გაუშვეს. ვან გაალმა ვერ გამოიყენა მაშინდელი ახალწვეულებიც (რობერტ ენკე, გაისკა მენდიეტა, ხუან პაბლო სორინი და ხუან რომან რიკელმე) ლა ლიგაში 19 მატჩში მხოლოდ 6 გამარჯვების შემდეგ, ყოველგვარი გაკვირვების გარეშე, ჰოლანდიელმა კლუბი ცრემლებით დატოვა. 

4. სესკ ფაბრეგასის უფასოდ გასხვისება

სესკ ფაბრეგასის კარიერა შეიძლებოდა გაცილებით სხვანაირად წარმართულიყო, თუ ის 2003 წელს “ბარსელონაში” დარჩებოდა, თუმცა ის ფაქტი, რომ იმავე წელს, 16 წლის ასაკში სესკმა “არსენალში” ითამაშა, იმაზე მეტყველებს, რომ ის მაღალ დონეზე სათამაშოდ თავიდანვე მზად იყო. 

ჩავისთან, ინიესტასთან, ტიაგო მოტასთან, ხერარდ ლოპესთან, ედგარ დავიდსთან და ხუან რიკელმესთან ერთად, მისი დარჩენა წარმოუდგენელი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ ფაბრეგასის გადაწყვეტილება კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით, გასაგებია. ჩნდება კითხვა, როგორ მისცეს “ბარსელონას” წარმომადგენლებმა “არსენალის” სკაუტებს შესაძლებლობა მიახლოვებულიყვნენ ახალგაზრდული გუნდის ტალანტურ კაპიტანზე? 

3. ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ 

მას შემდეგ, რაც ნეიმარმა “ბარსელონა” რეკორდული თანხის სანაცვლოდ დატოვა (222 მილიონი ევრო) და “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა, “ბარსელონას” შეტევის ხაზი სასწრაფოდ გაძლიერებას ექვემდებარებოდა. კატალონიელებს არ სურდათ ყველა ტვირთი 20 წლის უსმან დემბელეზე გადაებარებინათ, ამიტომაც ხელმძღვანელობა ვა-ბანკზე წავიდა, რათა ფილიპე კოუტინიო შეეძინა. ამ გეგმამ უბრალოდ არ გაამართლა.

კოუტინიოს ტალანტი ეჭვგარეშე იყო – მაგრამ ის არ გახლდათ მომავალი თავდამსხმელი, როგორც ნეიმარი და მომავალი 8 ნომერი, როგორც ანდრეს ინიესტა. ბრაზილიელი იყო მოთამაშე, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა სჭირდებოდა, რათა აყვავებულიყო. ბრენდან როჯერსმა “ლივერპულში” მას შესაფერისი გარემო შეუქმნა, მაგრამ “ბარსელონაში” ლიონელ მესისთან ერთად სიტუაცია რადიკალურად სხვაგვარი იყო. 

2. სამუელ ეტო’ოს გაცვლა ზლატან იბრაჰიმოვიჩში 

სამუელ ეტო’ოსთან მუშაობა არასდროს ყოფილა იოლი, ის საჯაროდ აკრიტიკებდა ფრანკ რაიკაარდსა და რონალდინიოს. პეპ გვარდიოლას კამერუნელის გაყიდვა 2008 წელსვე სურდა, როდესაც “ბარსელონაში” მწვრთნელის რანგში მოვიდა, ჟოზე მოურინიომ კი ეტო’ო თვეების განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. 

მიუხედავად ამისა, ეტო’ოს ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვლა და 46 მილიონი ევროს დამატება ნამდვილად არ ყოფილა კარგი აზრი. “ბარსელონას” მხოლოდ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი არ გაუშვია, არამედ დაიმატა ზლატანი, რომელსაც კამერუნელზე უფრო კონფლიქტური ხასიათი ჰქონდა. 

ეტო’ო ყველაფერთან ერთად შრომისმოყვარე გახლდათ, მაგრამ იგი არ იყო მზად გვარდიოლას მეთოდებთან ადაპტირებისთვის, რაც ლიონელ მესის ირგვლივ იყო აწყობილი. 

1. საფეხბურთო იდენტობის დაკარგვა

კლუბის დევიზის მიხედვით (Mes Que Un Club) “ბარსელონა” – ეს მეტია, ვიდრე კლუბი, თუმცა ის მოედანზე განსაკუთრებულად აღარ მიიჩნევა. ჟოან ლაპორტასა და პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ, “ბარსელონაში” ხშირი ტემპით დაიწყო სტანდარტების შეცვლა და საკუთარი იდენტობიდან გამოსვლა. ეს ყველაფერი კი ლა მასიის სისტემაზე იყო დაფუძნებული, იოჰან კრუიფის მოსწავლის, ტიკი-ტაკას სტილზე. 

აკადემიის წევრები ერთი მეორეს მიყოლებით მიდიოდნენ (მათ შორის იყო სპორტული დირექტორი – ანდონი სუბისარეტა და კარლეს პუიოლი) ერთადერთი, რაც სანდრო როსელმა და ჟოსეპ მარია ბართომეუმ მოიფიქრეს, ეს გახლდათ ფეხბურთელების შეძენა სხვადასხვა კლუბებიდან კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, 2020 წელს კი ისინი კვლავ სრულიად მესიზე არიან დამოკიდებულნი. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (14)

  • Henry
    16 ივლ 2020, 00:04

    ყველა კლუბს აქ შეცდომები როგორც სატრანსფერო ისე სამწვრთნელო. მთავარი პრობლემა იყო უსტატუსო მწვრთნელების მოყვანა ჩემი აზრთ ენრიკეს მერე არ გვყოლია მწვრთნელი რომელიც იტყვის რო აი ეს ფეხბურთელი მომიყვანეთ და შედეგს დავდებ, ამით იმის თქმა მინდა რო ტრანსფერებს აკეთებს ხელმძღვანელობა არ ეკითხებიან მწვრთნელს არაფერს. გუარდიოლა კლოპი მოურიონიო დაშე სულშერი ყველა მუშაობს როგორც ბოსები და არა უბრალოდ მწვრთნელები, ყველა იძახის რო მომიყვანეთ ეს ფეხბურთელი და ვათამაშებ აქ პირიქითაა მოგიყვან ამას და უნდა ათამაშო. სიტი ბევრ ფულს ხარჯავს ტრანსფერებშიო გვარდიოლაო და ვინც მოიყვანა ეხლა ყველას უფრო ძვირად გაყიდის. სტერლინგის ტრანსფერზე გაიხნენ 60 ლიმონი ფუნტი რა ამბავიაო 2 მაგდენი ღირს დე ბრუინი მაჰრეზი ბერნარდო ყველაზე მასეა. ესაა მმართველობის შეცდომა რო როგორც ასეთი ბოსი მწვრთნელი არ გვყვავს გვყავს ბოსი ბართო რომელიც სამსახურში იყვანს დებილებს. ივანიშვილის ნაირი ტიპია რაც უფრო სუსტს დანიშნავ მინისტრად მით ადვილად გააკონტროლებ. ზუსტად მასეა ბართოც.

  • Gio11970
    15 ივლ 2020, 23:15

    არვიცი ადმი საიდან მოიძიე ეს ინფო რაც დაწერე მაგრამ "მეტი ვიდრე კლუბი" იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური დევიზი რომელიც შდეგ დარჩა ბარსას და არანაირად არარის დაკავშირებული საფეხბურთო იდენტობაზე და კრუიფის ან გვარდიოლას საფეხბურთო სტილზე. 😉

  • Iniesta_8
    15 ივლ 2020, 21:29

    ვალვერდეს მოყვანა?

  • Albicelecte
    15 ივლ 2020, 20:35

    ფაბრეგასზე არ ვიზიარებ მოსაზრებას
    მაგარი ახვარი და იაზვა ტიპი იყო ბალღობაში

    მას შემდეგ ბარსამ 4 ლიგა მოიგო და 2015 წლის ჩათვლით თითქოს არაფერი ისეთი არ ხდებოდა საგანგაშო
    ფაბრეს მეორედ წასვლას არაფერი დაუშავებია გუნდისათვის

    ჰო, კიდევ, ლა მასიას კარგი თაობა არის საჭირო, რომ ბირთვი ყავდეს გუნდს თავისი აღზრდილების
    პედრის,კოლადოს, არაუხოს დაწინაურება ამისთვის კარგია
    პლუს პუჩი და ფატი
    მესი,ალბა,პიკე, ბუსი და რობერტო კი არიან ჯერჯერობით ლა მასიის ლომები
    გარდამავალი პერიოდი ყოველთვის რთულია
    ეხლა სეზონის ბოლოს გასაყიდი უნდა გაიყიდოს და ფანების თვალსასეიროდ, "არიქა ტრანსფერი გავაკეთეთი" არ უნდა იხლმძღვანელოს დირექტორატმა

    +ნეიმარის დაბრუნებას მივესალმები

  • BEQA BARCA
    15 ივლ 2020, 20:11

    ციტატა: Madridista
    იმედია სეტიენი დიდხანს დარჩება


    რა ჩემი ფეხი გინდა აქ გაა..ი შენ საიტზე და იქ წერე რაც გინდა.

  • Don_Andresito
    15 ივლ 2020, 20:10

    ციტატა: Madridista
    იმედია სეტიენი დიდხანს დარჩება


    ნუ გეშინია ეგ თუ წავა ვინმე უარესს მოიყვანენ, ბორდალასს ან გარიტანოს, ხანდახანაც რო ვერ აჩვვენებს კარგ ფეხბურთს ეგეთს 😀 4 ულისთვის მებრძოლ გუნდათ გადაიქცევა ბარსა მალე მესი რო წავა. შეიძლება მანამდეც

  • Albicelecte
    15 ივლ 2020, 19:05

    დემბელე+80 ლიმონი…
    ასე იწერება ნეიმარის უკან დაბრუნებაზე
    თუ ასეა, მაშინ ლაუტარო ნახვამდული…
    გრისმანი მე-2 ფორვარდად შეცვლილ სქემაში
    და ჯეკას შემცვლელად ნელ-ნელა ანსუს მომზადება
    ევროპაში დაბადებულ-გაზრდილი ეტოოს ვარიანტი, ლა მასიელი ეტოოს ვარიანტი რომ გამოვიდეს…
    თავითაც კარგად თამაშობს და ბარსას სტილის 9-იანში მშვენივრად ჩაჯდება

  • Anssumane
    15 ივლ 2020, 17:34

    ციტატა: Madridista
    იმედია სეტიენი დიდხანს დარჩება


    შენ ჭკუით იყავი მეთქი არ გესმის ჰო ?შემოდიხარ დაიგესლები გარბიხარ სანამ რამოსს არ გირტყამს სახეში ვინმე არ მოისვენებ ხო?
    კორონას დედას რო შე…ი სკოლები რო მოიხსნა
    ადმინებო ასეთი პროვოკატორები არ დაბლოკოთ და ჩვენ ნერვებზე ათამაშეთ მერე რო დაახურავს ვინმე თავზე ის დაბლოკეთ პირიქით ,გიხარიათ თუ რაარი ერხელ მოიქცა ეს ასე თუ ორჯერ ასეთებს მოყვება ცუდი რამ და ნაწილობრივ თქვენც იქნებით პასუხისმგებელი

  • M10 S9 D11
    15 ივლ 2020, 17:30

    ნეიმარის დაკარგვაც მიაწერეთ მაგ შეცდომებს

  • Anssumane
    15 ივლ 2020, 16:55

    ციტატა: nika 54
    იმედია მეტ შეცდომას აღარ დაუშვებენ და ამ წინადადებას განიხილავენ.
    El Chiringuito: «ПСЖ» просит у «Барсы» за Неймара 80 млн евро и Дембеле


    არიქა გვეშველა მგონია

    ციტატა: Arthur008
    აი კოუტინიოს ტრანსფერზე რო იძახით უდიდესი შეცდომა იყოო არაა ეგრე… შეცდომა იყო დანარჩენი რაც ჩამოთვლილია უბრალოდ იმ მომენტში როცა ნეიმარი წავიდა და გუნდი გასაძლიერებელი იყო კოუტინიო მართლა მაგარი ტრანსფერი იყო მაგრამ მაგარი მწვრთნელი რო გვყავდა მაგის ბრალია რაც მოხდა არათამაშებდა თავის პოზიციაზე კაცს… თან პირველ სეზონში ისეთები გააკეთა რანაირად უნდა თქვა არივარგაო ტიპმა რამდენი გოლი შეაგდო ნახევარმცველის კვალზე და რაკარგად თამაშობდა, ბოლოს ლევანტესთან მესი არიყო და მიაჰეტრიკა გუნდი ხოდა სადაც ამდენი ტრამვიანები და მოხუცები გააჩერეს კოუტინიო რო არგაეშვათ რამეს იზამდა ბოლო-ბოლო კოუტინიოა და ბრაიტვეიტი არიქნებოდა აქ ვაფშე


    დემბელეს პატიობენ კოუტი კი გაწირეს

  • nika 54
    15 ივლ 2020, 16:52

    იმედია მეტ შეცდომას აღარ დაუშვებენ და ამ წინადადებას განიხილავენ.
    El Chiringuito: «ПСЖ» просит у «Барсы» за Неймара 80 млн евро и Дембеле

  • MARADONA1968
    15 ივლ 2020, 16:43

    მთავარი პრობლემაა ბართომეუ!![/b] ეგ როგორმე უნდა გავისტუმროთ ჯანდაბაში!! უნდა მოშორდეს მისი ანტიბარსული პოლიტიკა!! კლუბი, კლუბს აღარ ჰგავს! დაანგრია და სრულიად გაანადგურა ვალვერდეს და კიკეს ხელში.

    ბარსას ერთგულო გულშემატკივრებო, როგორმე ვადამდელი არჩევნები მოვითხოვოთ! მსოფლიოში ჩვენ კლუბს ათეული მილიონობით ფანი და მზარდამჭერი ჰყავს, ჩვენც საქართველოდან მივაწვდინოთ ჩვენი გულის ტკივილი. [b]
    ———————————————————————————-
    ჟოან ლაპორტა იმედი მაქვს გაიმარჯვებს და ღირსეული კანდიდატიცაა. დიდი ალბათობით ამას მოჰყვება და დაგვიბრუნდება, მთავარ მწვრთნელად გვარგიოლა, ასისტენტად ხავი. პუიოლი ბარსას 1000% კულეები და არა პერესის მადრიდისტა ფესვის თესლები, რომლებიც მეცხვარე ფერმერ მებაღეებითაა მოვლენილი.
    ———————————————————————————–
    დაცვა, გვინდა მარჯვენა და გინდა მარცხენა ფლანგზე საჭიროა! მარტო ალბა და სემედუა ობლად ცენტრალური ჯერჯერობით არიან პიკე-ლენგლე-უნტიტი-არაუხო. სამომავლოდ იბრძოლონ დე ლიხტისთვის.
    —————————–
    ნახ. დაცვა – დე იონგი-ბუსკეცი-ვიდალი-პუჩი-პიანიჩი-რობერტო-რაკიტიჩი.
    კოუ არ უნდა გავუშვათ. გვარდის მოსვლის შემთხვევაში არაა გამორიცხული დე ბრუინი მოვიდეს
    ——————————
    თავდასხმა: – მესი-გრიზმანი-სუარესი-ფატი-ტრინკაო-დემბელე-ბრაითა
    და ნეიმარი თუ დაბრუნდა და პლიუს ლაუტარო ვაფშე საერთოდ გუნდი ბომბა იქნება გინდა ძირითადით და გინდა სათადარიგო.
    ——————————————————

    მეგობრებო ეს ჩემი ვერსიაა, უფრო სწორად მინდა რომ იყოს ასე. მომავალი ბარსა 2020-2021 წ.
    ახალი სეზონიდან, ასეთი სასტავით რას იტყვით? ან რას შეცვლიდით ძმებო??

    ძირითადი: შტეგო-
    სემედუ-დე ლიხტი-ლენგლე-ალბა
    დე ბრუინი-დე იონგი-კოუტინიო
    მესი-ლაუტარო-ნეიმარი
    ———————————————————————
    სკამზე: ნეტუ
    რობერტო-პიკე-უმტიტი-ფირპო
    ვიდალი-ბუსკეცი-პუჩი-პიანიჩი-რაკიტიჩი
    ტრინკაო-სუარესი-გრიზი-დემბელე-ფატი-ბრაითა-
    ———————————————————————
    პრეზიდენტი: ლაპორტა
    მთავარი მწვრთნელი: გვარდიოლა
    ასისტენტი: ხავი
    ———————————————————————
    ძირითადიც უძლიერესი გვექნება და ძლიერი სათადარიგოც

  • Arthur008
    15 ივლ 2020, 16:27

    აი კოუტინიოს ტრანსფერზე რო იძახით უდიდესი შეცდომა იყოო არაა ეგრე… შეცდომა იყო დანარჩენი რაც ჩამოთვლილია უბრალოდ იმ მომენტში როცა ნეიმარი წავიდა და გუნდი გასაძლიერებელი იყო კოუტინიო მართლა მაგარი ტრანსფერი იყო მაგრამ მაგარი მწვრთნელი რო გვყავდა მაგის ბრალია რაც მოხდა არათამაშებდა თავის პოზიციაზე კაცს… თან პირველ სეზონში ისეთები გააკეთა რანაირად უნდა თქვა არივარგაო ტიპმა რამდენი გოლი შეაგდო ნახევარმცველის კვალზე და რაკარგად თამაშობდა, ბოლოს ლევანტესთან მესი არიყო და მიაჰეტრიკა გუნდი ხოდა სადაც ამდენი ტრამვიანები და მოხუცები გააჩერეს კოუტინიო რო არგაეშვათ რამეს იზამდა ბოლო-ბოლო კოუტინიოა და ბრაიტვეიტი არიქნებოდა აქ ვაფშე

  • ჯერემი რენერი
    15 ივლ 2020, 16:11

    "ერთადერთი, რაც სანდრო როსელმა და ჟოსეპ მარია ბართომეუმ მოიფიქრეს, ეს გახლდათ ფეხბურთელების შეძენა სხვადასხვა კლუბებიდან კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, 2020 წელს კი ისინი კვლავ სრულიად მესიზე არიან დამოკიდებულნი." – ეს სიტყვები შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ იმ შემთხვევაში თუ მილანად გვაქცევს ბართომეუ..