ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსისთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია?

როსისთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია?

”cadena ser”-ის ცნობით ”ბარსამ” ჯუზეპე როსისთან წინასწარი ხელშეკრულება დადო, რის შემდეგაც უფლება აქვს ”ვილიარეალთან” დაიწყოს მოლაპარაკებები მისი კატალონიაში გადაყვანისთვის. პარასკევს გაჩნდა ცნობა, რომ იტალიელმა ფეხბურთელი ”ბარსელონასთან” მომდევნო 4 წლის განმავლობაში ითანამშრომლებს, მოსაგვარებელი დარჩა მხოლოდ სატრანსფერო თანხა.

როგორც ადრე ითქვა, ”ვილიარეალი” მზადაა ფეხბურთელი 30 მილიონი ევროს ფარგლებში დათმოს. იმ შემთხვევაში, თუ ”ბლაუგარანა” რომელიმე ფეხბურთელს ჩართავს ტრანსფერში როსის ფასი დაიწევს.

ჯუზეპე როსის სახელი ბოლო კვირის განმავლობაში ხშირად უკავშირდება ”ბარსას”, როგორც გამოცემა ”SPORT”-მა გაიგო კატალონიელები სერიოზულად არიან იტალიელის შეძენით დაინტერესებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში