ივან დე ლა პენია კარიერას ასრულებს

ივან დე ლა პენია კარიერას ასრულებს

გუშინ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა ”ესპანიოლის” 35 წლის ფეხბურთელმა, ივან დე ლა პენიამ. ”პატარა ბუდა”, როგორც მას გულშემატკივრები ეძახიან ”ბარსელონას” აკადემიაში 1991 წელს მივიდა. ”ბლაუგრანას” ღირსებას ის 1998 წლამდე იცავდა თუ არ ჩავთვლით 2001 წელს მცირეხნიან დაბრუნებას.

ივან დე ლა პენია, რომელმაც ესპენთის ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა ითვლებოდა ევროპის ყველაზე ნიჭიერ ნახევარმცველად, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება. 2002 წლიდან ის ”ესპანიოლში” ასპარეზობდა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში უფრო მეტს მკურნალობდა, ვიდრე თამაშობდა.

აქვე გთავაზობთ მის ემოციურ გამოსამშვიდობებელ ვიდეოს და 1996 წელს ივანზე მომზადებულ სიუჟეტს

                                        [media=http://www.youtube.com/watch?v=r__iRPbTK30]

                                        [media=http://www.youtube.com/watch?v=w2zfiyzWp18]

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი