“ბარსელონას” ოფიციალური წარმომადგენლობა აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ VAR-ის გადაწყვეტილებების შედეგად, ყველაზე დიდი სარგებელი, მადრიდის “რეალმა” მიიღო.
“ბარსას” წარმომადგენელმა, ჟოზეპ ვივესმა პრესასთან აუდიტის დასკვნის შესახებ ისაუბრა და ამავე დროს, კიდევ ერთხელ მიიტანა VAR-ზე შეტევა.
შესაძლოა, მას სულაც დავალებული ჰქონდა, რომ ასე მოქცეულიყო და აუდიტის შედეგებიდან, ყურადღება ისევ საფეხბურთო საკითხებზე გადაეტანა. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობის ბრალი არ დასტურდება, აუდიტმა სერიოზული გარღვევა დააფიქსირა ფინანსური თვალსაზრისით და ჯერჯერობით არავის წარმოადგენა არ აქვს, თუ სად წავიდა და რაში დაიხარჯა ეს თანხა.
“არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ხელმძღვანელობას ბრალი არ მიუძღვის ჩავლილ სკანდალებში, ამჟამინდელი პრობლემა კი VAR-ია, რომელიც მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს.” – განაცხადა ვივესმა პრესასთან საუბრისას.
“ჩვენ ტექნოლოგიას არ ვებრძვით, პირიქით, VAR-ის დამკვიდრების მომხრეები ვართ, უბრალოდ რაღაც წესები გადახედვას საჭიროებს. ამის შესახებ თავის მოსაზრება პრეზიდენტმაც დაადასტურა, კლუბები VAR-თან მიმართებაში, თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან.”




ვის ახსოვს 2011-2012 და 2016-2017 წლების ჩემპიონატები როდესაც მსაჯებმა მიართვეს რეალს ჩემპიონობა? ამ კლოუნადის მთელი არსი იმაშია, რომ როდესაც რეალი დიდი ხანი ვერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი ეს მიუღებლად მიაჩნიათ ფედერაციაში და იწტება ეს ცირკაჩობა!
საინტერესო ისაა, რომ უამრავი პრობლემების და ჩავარდნების თუ ჭაობში ყოფნის მიუხედავად, სანამ მესი ბარსელონაშია ვერ უგებენ ბარსას ჩემპიონატს და საინტერესო ისაა კიდევ, რომ დღემდე ყველა გუნდი ბარსას მანდრაჟით ეთამაშება 5 მცველით მინიმუმ, დაცვიდან, ავტობუსით, მეორე ნომრად … ბარსელნას რომელსაც თამაში არა აქვსო ვამბობთ, მწვრთნელი არ ყავსო ვიძახით და საშინელ მდგომარეობაშაო ესეც მიუთითებს ბარსელონას სიდიადეს! უფროს თაობას ეხსომება რა დღეში ყავდათ საბჭოთა ფეხბურთს თბილისის დინამო. 5 თავით მაღლა უნდა მდგარიყვნენ და სასწაულმოქმედები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჩემპიონად გაეშვათ, რაც 2 -ჯერ მოახერხეს, თორე ისე 10 ჯერაც გახდებოდნენ. ასეთ ბედშია ბარსაც და ესეც ხდის ამ გუნდს მშობლიურს.
ბოლო ათწლეულსი 2 ჯერ დაასაფლავეს ბარსა და ორივეჯერ უმალვე ფეხზე დადგა. ახლაც აღზევდება აქ შემოგდებული მსაჯრიდელების ფანეფის "საამენლად" 🙂
ბოლო 15 წელია მე არ მახსენდება მსაჯების ტოტალური დახმარების გარეშე ლიგა ან ლალიგა მოეოთ მაგათ. კამპანია აგორდება ხოლმე ერთად რეალისთვის და ყველაფერი იმათ სასარგებლოდ წყდება. შეიძლბა ყველა საკამათო ეპიზოდი ერთი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდეს ?
სამეფო ნაგავს მეფურად ეტენებიან.
ხავიერ ტებასმა განაცხადა რომ პერესი ზეწოლას ახდენს ვარსა და მის ხელმძღვანელობაზეო
მე პირადად არ მიყვარს ასეთი თემებით აპელირება და პაბლო სარაბიას აქვე კომენტარს სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები თუმცაღა ამ ინფოს გადავაწყდი და დავდე აქვე და თუ რამდენად მართალია ეს თავად გადაწყვიტეთ
https://www.youtube.com/watch?v=UL3kpaBA0OQ
ვარზე თავდასხმას ჯობია თავის გუნდს დაესხან თავს და რამე სერიოზული საუბარი ქონდეთ, ერთი თამაში თუნდაც მესი მისვან სკამზე და ცოტა ნერვები დაუოკონ.
რეალს ყოველთვის ეხმარებოდნენ 2009 შიც და 11 და ყოველთვის მარა ბარსა იმ დონეზე იყო რო აზრი არ ქონდა მაგათ დახმარებას ეხლა პრობლემა იმაში იპოვეთ რატო არაა ისევ იმ დონეზე ბარსა და არა იმაში რო სამეფო კლუბს ვინმე რამეს ეხმარება, არარი ეგ გასაკვირი და პატარა ბავშვის მიზეზებია ეს.