”უეფა” თხოვნით დაუკავშირდა მახაჭკალის ”ანჟის” ბრაზილიელ კაპიტანს, რობერტო კარლოსს, რათა ეს უკანასკნელი სიტყვით გამოსულიყო ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩზე, სადაც ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და ინგლისის ”მანჩესტერ იუნაიტედი” უპირისპირდებიან. კარლოსმა უარი თქვა ”უეფას” შემოთავაზებაზე და განაცხადა, რომ მას, როგორც ”რეალის” შემადგენლობაში წლების განმავლობაში მოთამაშე ფეხბურთელს, არ სურს სადიდებელი სიტყვები წარმოთქვას მადრიდელთა პრინციპული მეტოქის – ”ბარსელონას” მიმართ.
რობერტო კარლოსი მადრიდის ”რეალის” შემადგენლობაში 1996 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. მადრიდული გრანდის შემადგენლობაში მან 370 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 28 მაისს, ლონდონის ”უემბლის” სტადიონზე გაიმართება.



