ნოლიტო: ღმერთმა მესის საუკეთესოობა ვარჯიშის საჭიროების გარეშე დაანათლა

ნოლიტო: ღმერთმა მესის საუკეთესოობა ვარჯიშის საჭიროების გარეშე დაანათლა

“სელტას” ახალწვეულმა, ნოლიტომ, Diario Sport-თან “ბარსასთან” მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და ლიონელ მესიზეც ისაუბრა.

“ღმერთმა მესის ჯადოსნური ჯოხი სამჯერ თუ ოთხჯერ შეახო, რათა საუკეთესოდ ვარჯიშის საჭიროების გარეშე ექცია. მას ყველანაირი შესაძლებლობა შინაგანად აქვს.”

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, 33 წლის ესპანელმა განაცხადა:

“შევეცდებით, “ბარსელონას” საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ. კატალონიელებს მესის მსგავსად, ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავთ. ისინი ჩვენ არც ერთ შეცდომას არ გვაპატიებენ.”

ნოლიტო “სელტას” 1 კვირის წინ შეუერთდა. ვიგოელებს დაჩქარებული ტრანსფერის უფლება სერხიო ალვარესის დიდხნიანი ტრავმის მიღების შემდეგ მიენიჭათ.

ნოლიტომ საკუთარი ანგარიში უკვე გახსნა. “ალავესთან” 6-0 მოგებულ შეხვედრაში მან აქტივში გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • El pistolero 9
    26 ივნ 2020, 11:10

    რატო გონია ხალხს რო მარტო რონალდო ვარჯიშობს და მესის ფეხი ფეხზე აქ შემოდებული?!მესისაც ბევრი ვარჯიში უწევს.აბა 15 წელი ერთ დონეზე ვერ იქნები.მარტო ნიჭით ვერ იზამ ამას.ბევრი ნიჭიერი გაზარმაცებული მინახავს რომლებმაც დაინგრიეს კარიერა.

  • Iniesta. And messi
    26 ივნ 2020, 02:53

    ამის თამაში სელტაში მახსოვს მაგრად თამაშობდა მან სიტიში არ უნდა წასულიყო

  • M10 S9 D11
    26 ივნ 2020, 02:31

    მაგ ნიჭის გამოყენებას და განვითარებასაც ვარჯიში სჭირდება ქაჯო