ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი, “ბარსელონასა” და “რეალს” კი ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ. დღევანდელი სიტუაცია 27 წლის წინანდელ ლა ლიგის ლეგნედარულ სეზონს ძალიან ჰგავს.
1993 წელს, ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შემდეგ, “ბარსელონასა” და “რეალს” 48-48 ქულა ჰქონდათ (იმ დროს, მოგებისთვის გუნდი 2 ქულას იღებდა). ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო, უპირატესობას “ბარსა” ფლობდა.
როგორ განვითარდა მოვლენები დარჩენილ 7 ტურში? ძალიან დრამატულად!
32-ე ტური
ბარსელონა-კადისი, რეალი-რაიო ვალიეკანო
32-ე ტურში, “ბარსამ” აუტსაიდერი “კადისი” იოლად, 4-1 დაამარცხა, “რეალმა” კი, საკუთარ კედლებში, “რაიოსთან” ქულები მოულოდნელად დაკარგა (1-1) და “ბალუგრანა” წინ ერთი ქულით გავიდა.
33-ე ტური
სელტა-რეალი, ოვიედო-ბარსელონა
“რეალმა”, ამჯერად “სელტასთან”, კვლავ 1-1 ითამაშა, მაგრამ “ბარსელონა” ოვიედოში 0-1 დამარცხდა და გუნდები ქულებით ისევ გათანაბრდნენ.
34-ე ტური
ბარსელონა-რაიო ვალიეკანო, რეალი-სევილია
ერთადერთი ტური, რომელიც ორივე გუნდმა მარტივი მოგებით აღნიშნა – “ბარსამ” 4-0 იმარჯვა, ხოლო “რეალმა” – 5-0.
35-ე ტური
სელტა-ბარსელონა, ოსასუნა-რეალი
“რეალი” ქულებს ისევ კარგავს (0-0), მაგრამ წინ ერთი ქულით გასვლას მაინც ახერხებს, რადგან “ბარსელონამ” ვიგოში 2-3 წააგო.
36-ე ტური
ბარსელონა-სევილია, რეალი-სოსიედადი
ცხრილში არაფერი იცვლება. ორივე გუნდი იგებს – “ბარსა” 2-1 და “რეალი” 2-0.
37-ე ტური
რეალი-ატლეტიკო, ოსასუნა-ბარსელონა
ბოლო წინა ტურში, “რეალი” ევროსაგზურსითვის მებრძოლ “ატლეტიკოს” დერბიში უპირისპირდება, “ბარსელონა” კი უმოტივაციო “ოსასუნას”. კრუიფის გუნდმა 1-0 მოიგო, მაგრამ იგივე გააკეთა “რეალმაც” და ბოლო ტურის წინ, “ბლაუგრანა” სასწაულის იმედად დარჩა.
38-ე ტური
ტენერიფე-რეალი, ბარსელონა-სოსიედადი
დაძაბული საფინალო გარბენის კულმინაცია კიდევ უფრო დაძაბული ბოლო ტური გამოდგა. “სოსიედადთან” მატჩში, “ბარსა”, მე-13 წუთზე, სტოიჩკოვმა დააწინაურა და კატალონიელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. მაგრამ, ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ იყო. პარალელურად მიმდინარე მატჩში, “რეალს” ევროსაგზურისთვის მებრძოლ “ტენერიფესთვის” ვერ უნდა მოეგო. ზუსტად ისეთივე სიტუაცია იყო, როგორც ერთი წლის წინ. “ტენერიფემ” ამჯერადაც მოიგო (2-0), ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (მე-5 ადგილი ლა ლიგაში) და “ბარსელონა” ზედიზედ მეორედ გააჩემპიონა.
!!!
ეხმარებიან.
ასე რომ მსაჯრიდის ვარეალი ჩემპიონია. ვულოცავ რეალის გულშემატკივრებს ბოლო ათწლეულის მესამე სამარცხვინო გაჩემპიონებას!
გენერალი ფრანკოს სული კვლავ ტრიალებს ლა ლიგაში
რით ვერ გაიგეთ ადრე რეალს უბრალოდ მსაჯები ეხმარებოდნენ ად კი ვარ -ითეხმარებიან.
ასე რომ მსაჯრიდის ვარეალი ჩემპიონია. ვულოცავ რეალის გულშემატკივრებს ბოლო ათწლეულის მესამე სამარცხვინო გაჩემპიონებას!
გენერალი ფრანკოს სული კვლავ ტრიალებს ლა ლიგაში
სადღაც უეჭველი დაუცდება ფეხი რეალს.მთავარია ჩვენ არ დავკარგოთ ქულები.
ამ შემთხვებაში გუნდებმა თანაბარი ქულებით დაამთავრეს და მოვიგეთ. ახლა კი ესეთი არ გვაწყობს. მინიმუმ 1ქულით წინ უნდა ვიყოთ, კლასიკო გვაქვს წაგებული.
იმეფია წელსაც მაღალ ნოტაჟე დაასრულებს ბარსა
მაგრად გამიტყდებიდა სხვაგვარი ფინალი რომ მქონოდა სტატიას. საღოლ, კაი იყო 😊
იმედს ვიტოვებ ანალოგიური დასასრული ექნება წლევანდელ მარათოსნსაც