1996 წლის 18 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრუელბამდე 2 ტურით ადრე, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, იოჰან კრუიფი გათავისუფლა. ბოლო ორ ტურში, “ბარსას” კარლოს რეშაკი წვრთნიდა.
1994 წლის 18 მაისს, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილი “ბარსელონა”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “მილანს” დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად კატალონიელები ითვლებოდნენ, შეხვედრა იტალიელებმა 4:0 მოიგეს.
1919 წლის 18 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონა” “არენასთან” 2:5 დამარცხდა. ორივე ძირითად ტაიმში, გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს, ხოლო დამატებით ტაიმში, “ბარსამ” 3 ბურთი გაუშვა.